ვიზიტზე ჩაწერა

შეარჩიე პერიოდი

თქვენი ორსულობის მეორე თვე დაიწყო!

მე-5 კვირაზე ჩანასახი შედგება სამი შრისაგან. გარეთა შრისგან (ექტოდერმისგანწარმოიქმნება ტვინი, ნერვები და კანი, ფრჩხილები, თმა, თვალის ბროლი, ყურის ქსოვილები, ცხვირი, და სინუსები; ენა, პირის ღრუ, ანუსი, კბილის ემალი, ჰიპოფიზი, სარძევე ჯირკვლები. შუა შრე დასაბამს აძლევს ძვლებს, კუნთებს, სისხლძარღვებს, გულს და სასქესო ორგანოებს. შიგნითა შრიდან კი ყალიბდება კუჭი, ღვიძლი, ნაწლავები, ფილტვები და  საშარდე სისტემა. ჩამოყალიბებას იწყებს თვალები და სხვა ნაკვთები. ყალიბდება აგრეთვე გული და ჩასახვიდან 25- დღეზე იწყება გულისცემა, თუმცა ამ ეტაპზე მისი მოსმენა შეუძლებელია

მეხუთე კვირას ბავშვის სხეულის ღრუში ჩამოყალიბებას იწყებს რეპროდუქტიული სისტემა, ჯერ იწყება საკვერცხეების (თუ გოგონაა), ან სათესლეების (თუ ბიჭია) განვითარება.

თქვენი ბავშვის ზომაა 7-8 მმ და უკვე იწონის 001. რაც დაახლოებით თქვენი ერთი თვალის ქვედა ქუთუთოს წონა

 

რჩევების გამოწერა

თვალი ადევნე შენი ბავშვის განვითარებას !