ვიზიტზე ჩაწერა

ორსულებისთვის

როგორ ვმართოთ კორონავირუსისგან გამოწვეული სტრესი  ორსულობის დროს?

როგორ ვმართოთ კორონავირუსისგან გამოწვეული სტრესი ორსულობის დროს?

 

მსოფლიოში, კორონავირუსის სწრაფმა გავრცელებამ და პანდემიის შედეგად მიღებულმა ზომებმა გამოიწვია დრამატული ცვლილებები ყოველდღიურ ცხოვრებაში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მიღებული რეკომენდაცია - „სოციალური დისტანცია“, რომელიც მოითხოვს ერთმანეთისგან იზოლაციას, გამოიწვია სტრესი, რომელიც უფრო მეტად ორსული ქალების ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე მოქმედებს. პანდემიის დროს ორსულობა და მშობიარობა განსაკუთრებულად რთული და დიდი გამოწვევაა, რადგან კორონავირუსის გავლენა ორსულობასა და მშობიარობაზე, ჯერ კიდევ უცნობია. 

მოწოდებული რეკომენდაციები დაგეხმარებათ მენტალურ მდგომარეობაზე. რისი გაკეთებაც შეგიძლიათ მენტალური ჯანმრთელობისთის, ესენია: 

  • დარჩით თქვენს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, სატელეფონო ან ინტერნეტ კონტაქტზე.
  • კორონავირუსის შესახებ ინფორმაციისგან და სოციალური მედიისგან შესვენება.
  • მიმართეთ თქვენს მეან-გინეკოლოგს ან სხვა სამედიცინო დახმარების სპეციალისტს, თუ გრძნობთ შფოთვას ან სტრესს.

თუ ორსულობის დროს ძალიან გაწუხებთ შფოთვა, მნიშვნელოვანია ვინმეს ესაუბროთ. თქვენს პარტნიორს, ახლო მეგობარს ან ოჯახის წევრს, რომლებთაც შეუძლიათ დახმარება. თქვენი აზრებისა და გრძნობების გაზიარება შეიძლება საკმარისი იყოს იმისთვის, რომ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში არ დაიკავონ ადგილი. ასევე შეგიძლიათ მიმართოთ სპეციალიზირებულ ექიმს, რომელიც დაგეხმარებათ დაძლიოთ შფოთვა. 

რეკომენდირებულია საქმიანობაში ჩართვა, რომელიც სტრესის და შფოთვის დაძლევაში დაგეხმარებათ. ფიზიკური დატვირთვა ხელს უწყობს თქვენს სხეულს ენდორფინების გამომუშავებაში. ეს ფიზიოლოგიური პროცესი მეტად მნიშვნელოვანია თქვენი ფსიქოემოციური მდგომარეობისთვის. ფიზიკური დატვირთა სტრესის მართვის ერთ-ერთი ყველაზე რეკომენდირებული მეთოდია.

მნიშვნელოვანია საკმარისად გეძინოთ. ძილი პრიორიტეტულია, რადგან შეიძლება საგრძნობლად შეამციროს შფოთვით გამოწვეული სიმპტომები. 

 

 

 

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">