შეარჩიე პერიოდი
1 თვის ასაკისთვის ბავშვმა უნდა შეძლოს:
- თავის მობრუნება ლოყასთან ან პირთან მიტანილი ხელისკენ;
- ორივე ხელის მიტანა პირთან;
- ნაცნობი ხმების გაგონებაზე თავის მიბრუნება;
- ძუძუს წოვა და დედის მკერდზე ხელით შეხება.
რჩევები მშობლებს და ძიძებს:
- დაბადებიდან ერთი საათის განმავლობაში აუცილებელია ახალშობილს მიეცეს დედის რძე;
- აუცილებლად ხელით დაიჭირეთ ბავშვის თავი მისი ხელში აყვანისას
(ვინაიდან თვითონ თავის დაჭერა ჯერ არ შეუძლია)
- ხშირად მოეფერეთ; იყავით ალერსიანი, მაშინაც კი, როცა დაღლილი ხართ;
- ხშირად კვებეთ ძუძუთი მოთხოვნილებისამებრ დღისით და ღამით;
- შეძლებისდაგვარად ხშირად ესაუბრეთ, წაუკითხეთ და უმღერეთ;
მიიყვანეთ ჩვილი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში სამშობიარო
სახლიდან გამოწერის შემდეგ პირველივე კვირაში.
რჩევების გამოწერა
თვალი ადევნე შენი ბავშვის განვითარებას !