ვიზიტზე ჩაწერა

ახალშობილებისთვის

ახალშობილის დღის რეჟიმი

ახალშობილის დღის რეჟიმი

სიცოცხლის პირველ დღეებს ბავშვები ძირითადად ძილში ატარებენ და მხოლოდ კვების დროს იღვიძებენ. საშუალოდ ახალშობილებს სძინავთ დაახლოებით 12-დან 18-საათამდე. ასაკის მატებასთან ერთად ძილის ხანგრძლივობა მცირდება. თუმცა ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და თვითონ ირჩევს დღის რეჟიმს.

სასურველია, ბავშვი შეეჩვიოს ერთსა და იმავე დროს ძილს და ძილის წინ ერთსა და იგივე სიტუაციას    ( ზღაპრის მოცმენა, სიმღერა), რაც აადვილებს დაძინების პროცესს.
ძილის დროს ბავშვი თავისუფლად უნდა გრძნობდეს თავს,

შეურჩიეთ შესაბამისი ტანსაცმელი და საბანი. ახალშობილის საწოლი უნდა იყოს მაგარი ზედაპირით. ძილის დროს ბავშვი უნდა იწვეს ზურგზე და არა მუცელზე!
ბავშვის საწოლში არ უნდა იყოს რბილი და ასევე, მოძრავი, არაფიქსირებული საგნები.

თავდაპირველად ბავშვი შეგიძლიათ გაასეირნოთ 5-10 წუთით. სეირნობის დრო თანდათან გაზარდეთ. ნუ გაიყვანთ გარეთ ძლიერი ყინვისა და ქარის დროს, ზაფხულში კი მზის გულზე დიდხანს ნუ გააჩერებთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ მზის სხივები და სითბო ჯანმრთელობის წყაროა, კერძოდ კი, რაქიტის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა.

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">