ვიზიტზე ჩაწერა

NICU

2018-04-03 11:39:06

  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩვენს კლინიკას მინიჭებული აქვს ბავშისადმი კეთილგანწყობილი (Baby-Friendly) სამშობიაროს ტიტული. რაც ახალშობილთა მოვლის საყოველთაოდ აღიარებული და პრიორიტეტული პრინციპების აუცილებელ დაცვას გულისხმობს.

  დაბადებამდე ბავშვი წყნარ და თბილ გარემოში იმყოფება. ჩვენს კლინიკაში მას დაბადების შემდეგაც უნარჩუნდება ეს კომფორტი. სიცოცხლის პირველი ორი საათის განმავლობაში ახალშობილი დედის ან მამის გულმკერდზე ინარჩუნებს სითბოს. სიცოცხლის პირველივე საათში იწყება ძუძუთი კვება, რაც ახალ გარემოსთან შეგუებას უწყობს ხელს.

 

  გაგუას კლინიკაში ყველანაირი პირობაა შექმნილი ჯანმრთელი ახალშობილის და დედის განუყრელად და კომფორტულად ყოფნისათვის. დღენაკლი და პრობლემური ჯანმრთელობის მქონე  ახალშობილთათვის ,ჩვენი კლინიკის ინტენსიური თერაპიისა  და რეანიმაციის განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით, რაც საშუალებას გვაძლევს მივაღწიოთ მკურნალობის მაღალ ხარისხს.

 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მუდმივ რეჟიმში მუშაობენ მაღალკვალიფიციური  ექიმები.

 პაციენტის მონახულება და მის მკურნალ ექიმთან გასაუბრება შესაძლებელია წინასწარ განსაზღვრულ ნახვის საათებში.

 თერმონეიტრალური გარემოს შესაქმნელად სხივური გამათბობლები და ინკუბატორები გამოიყენება. გამოცდილი ნეონატოლოგები ასეთ ახალშობილებს თანამედროვე დონეზე აღჭურვილ ინტენსიური თერაპიის პალატებში ჩაუტარებენ სათანადო მკურნალობას.

 

 

  იხილეთ ვიდეო

 

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">