ვიზიტზე ჩაწერა

ახალშობილებისთვის

დედის კვება მშობიარობის  შემდეგ

დედის კვება მშობიარობის შემდეგ

ახალბედა დედებს ხშირად აღელვებთ წონის მატება. მაგრამ მათ უნდა გაათვითცნობიერონ, რომ ლოგინობის ხანა არ არის საუკეთესო დრო დიეტისთვის. დედა-შვილს სჭირდება მაღალკალორიული კვება ენერგიის აღდგენისა და ზრდა-განვითარებისათვის.

ქალმა უნდა იკვებოს ხშირად და მცირე ულუფებით, მიიღოს ახალი, კალორიებითა და ვიტამინებით მდიდარი საკვები. უპირატესობა ენიჭება ბოსტნეულს, ხილს, მარცვლეულ და ცილოვან საკვებს, ხოლო ცხიმი და შაქარი იზღუდება. ახალნამშობიარები ქალი მიდრეკილია ანემიისაკენ, ამიტომ აუცილებელია რკინითა და ფოლიუმის მჟავის შემცველი პროდუქტების მიღება.
ქალების უმრავლესობა უბრუნდება პირვანდელ წონას მშობიარობიდან დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში.

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">