ვიზიტზე ჩაწერა

ორსულებისთვის

მრავალნაყოფიანი ორსულობა

მრავალნაყოფიანი ორსულობა

 მრავალნაყოფიანი ორსულობისას გართულებები გაცილებით ხშირია, ვიდრე ერთნაყოფიანი ორსულობის დროს, მრავალნაყოფიან ორსულობას ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ მდგომარეობებს შორის მოსაზღვრედ მიიჩნევენ, თუმცა არიან ისეთი ავტორებიც, რომლებიც მას პათოლოგიურ ორსულობათა რიცხვს მიაკუთვნებენ.
მრავალნაყოფიანი ორსულობა დედის ორგანიზმისთვის დიდი დატვირთვაა: ჩვეულებრივზე გაცილებით ინტენსიურად მუშაობს ორსულის გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ფილტვები, კუჭ-ნაწლავი, ღვიძლი, თირკმელები, შარდის ბუშტი და სხვა ორგანოები, ამიტომ მრავალნაყოფიან ორსულობას ხშირად გართულებები სდევს თან.

ორსულობს დიაგნოსტიკა, ნაყოფის რაოდენობა და მისი მდგომარეობის დადგენა ექოსკოპიურად დღეს უკვე ორსულობის საკმაოდ ადრეულ სტადიაზეა შესაძლებელი. მას შემდეგ, რაც დადგინდება, რომ ქალი ორ ან მეტ შვილს ელოდება, საჭიროა ორმაგი პასუხისმგებლობის გამოჩენა, ანალიზებისა და გამოკვლევების დროულად ჩატარება. დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალი დედის წონის კონტროლსაც, რადგან ჭარბი კილოგრამები შეიძლება გარკეული რისკის შემცველი იყოს როგორც მომავალი პატარებისათვის, ისე თავად დედის ჯანმრთელობისთვისაც.

მრავალნაყოფიანი ორსულობის შემთხვევაში წონის მომატება უფრო მეტია, ვიდრე ერთნაყოფიანის დროს, ასევე ხშირია ტოქსიკოზი, ანემია, გულის, თირკმლების მუშაობის შეფერხება და სხვა.

მრავალნაყოფიანი ორსულობის შემთხვევაში მშობიარობის ვადები უფრო ადრეულია და სასურველია, ამის შესახებ მომავალი დედა ინფორმირებული იყოს. ორსულობის ბოლო თვეში ტყუპებს უკვე აღარ ჰყოფნით ადგილი დედის მუცელში და მალე ლამობენ გამოსვლას. სამნაყოფიანი ორსულობის შემთხვევაში ეს ვადა ხშირად 34–36 კვირაა, ორნაყოფიანი ორსულობის შემთხვევაში – 36–38 კვირა. დღენაკლული ტყუპების დაახლოებით 50% 2,5 კგ წონის იბადება. ტყუპების წონაში სხვაობა შეიძლება 200–300 გრამი იყოს.

 

 

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">