ვიზიტზე ჩაწერა

ონლაინ გადახდა

თუ პაციენტს არ შეუძლია ექიმთან დანიშნულ ვიზიტზე ვიდეო კონსულტაცია მან წინასწარ უნდა გააუქმოს აღნიშნული ვიზიტი კლინიკაში დარეკვის გზით.

ექიმთან დანიშნული ვიდეო კონსულტაციის  გაუქმება  უფასოა იმ შემთხვევაში, თუ ასეთ გაუქმებას ადგილი აქვს წინასწარ - დაგეგმილი ვიზიტის დღის დადგომამდე.

თუ დანიშნული ვიზიტი გაუქმდება დაგეგმილი ვიზიტის დღეს, პაციენტის მიერ წინასწარ გადახდილი „სერვისის” ღირებულება არ დაექვემდებარება ანაზღაურებას/დაბრუნებას.

თუ პაციენტი გააუქმებს ვიდეო კონსულტაციას  დანიშნული ვიზიტის წინა დღეს (ან უფრო ადრე), ორგანიზაცია აუნაზღაურებს მას წინასწარ გადახდილ სრულ თანხას ხუთი (5) სამუშაო დღის განმავლობაში.

იმ შემთხვევაში, თუ ექიმმა, რომელთანაც პაციენტმა შეხვედრა დაჯავშნა საიტის მეშვეობით და წინასწარ გადაიხადა „სერვისის“ საფასური, ვერ შეძლო პაციენტთან შეხვედრა, ან ექიმის შეფერხება 60 წუთს აღემატება, პაციენტმა/მომხმარებელმა უნდა მოგვწეროს შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე :info@gaguaclinic.ge ასეთი ფაქტის ხდომილებიდან სამი (3) დღის განმავლობაში, და ამ შემთხვევაში, პაციენტს კონსულტაციის მთელი გადახდილი საფასური აუნაზღაურდება მომდევნო ხუთი (5) სამუშაო დღის განმავლობაში, პაციენტის მიერ დაჯავშნის დროს შესრულებული თავდაპირველი გადახდის რეჟიმშივე.

თუ სამედიცინო სერვისების ღირებულებას გადაიხდით სადებეტო/საკრედიტო ბარათით, „ჩვენ“ შევაგროვებთ ასეთი „მომხმარებლის“ საკრედიტო ბარათის ნომრისა და/ან საფინანსო ინსტიტუტის შესახებ ინფორმაციას, როგორიცაა: საბანკო ანგარიშის ნომრები და ამ ინფორმაციას გამოვიყენებთ ანგარიშსწორებისა და გადახდის ოპერაციებისთვის, რაც, თავის მხრივ, მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, საკრედიტო ბარათის ნომრისა და ინფორმაციის გამოყენებითა და მესამე პირებთან გამჟღავნებით, როდესაც ასეთი გამოყენება/გამჟღავნება საჭიროა ანგარიშსწორების ოპერაციის განსახორციელებლად/დასასრულებლად. თუმცა, საკრედიტო ინფორმაციის ვერიფიკაციას განახორციელებს მხოლოდ „მომხმარებელი“, ავტორიზაციის გზით. „მომხმარებლის“ საკრედიტო/სადებეტო ბარათის მონაცემების გადაცემა ხორციელდება დადასტურებული გადახდის დაცული გზებით, დაცული ვებ-გვერდების საშუალებით, რომლებიც ციფრულად არის დაშიფრული, რაც, თავის მხრივ, არსებული ტექნოლოგიების გათვალისწინებით/ფარგლებში, უზრუნველყოფს მზრუნველობის უმაღლეს ხარისხს.

 

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">