GAGUA CARD
ლოიალობის პროგრამის შესახებ
ჩვენ შევქმენით ლოიალობის პროგრამა თქვენთვის, ჩვენი კლინიკის ერთგული მომხმარებლებისთვის. გაგუას კლინიკის ლოიალობის ბარათის პროგრამა საშუალებას გაძლევთ ამბულატორიულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების ფარგლებში მიიღოთ დამატებითი სარგებელი დაგროვილი ქულების სახით და ისარგებლოთ ფასდაკლებებით ჩვენთან და ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან.
ლოიალობის პროგრამაში მონაწილეობის პირობები და წესები
მომხმარებელს შეუძლია მიიღოს „გაგუას კლინიკის“ ბარათი მხოლოდ „გაგუას კლინიკაში“. ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს ორი ტიპის ბარათს
- CLASSIC ბარათი
- GOLD ბარათი
ერთ მომხმარებელზე გაიცემა მხოლოდ ერთი ბარათი და თითოეულს გააჩნია თავისი უპირატესობები და ფასდაკლებები.
პარტნიორი კომპანიები
გაგუას კლინიკა და კომპანია რა წავიღო? გთავაზობთ კლინიკის ბარათის მფლობელთათვის ფასდაკლებას.clasic card ის მფლობელთათვის 10% -იან ფასდაკლებას ხოლო Gold ბარათის მფლობელთათვის 15% ფასდაკლებას. ჩვენი კლინიკის აპლიკაციას პირად კაბინეტში ელექტრონული ბარათით შეძლებთ ფასდაკლებით სარგებლობას. "რა წავიღო" გთავაზობთ: სამშობიაროში წასაღებ ყველა საჭირო ნივთს დედისთვის და ბავშვისთვის. ყველა საჭირო ნივთი მოთავსებულია ერთ ყუთში
GOLD CARD 30 % ფასდაკლება
CLASSIC CARD 20% ფასდაკლება
https://www.facebook.com/MinilandGeo
ესპანური ბრენდი Miniland აწარმოებს მხოლოდ უსაფრთხო და უმაღლესი ხარისხის პროდუქციას ბავშვებისა და მშობლებისთვის. მინილენდის კატალოგში იპოვით საბავშვო ნაკრებებს, ეკო-მეგობრულ ჭურჭელს, საკვებ ტექნიკას, ჰაერის დამატენიანებლებს, განმავითარებელ და საგანმანათლებლო სათამაშოებს, რელაქსაციისთვის განკუთვნილ ნივთებს და სხვა მრავალ საინტერესო და საჭირო პროდუქციას
"შენია" ახალშობილის პერსონალურ წიგნს "როგორ გელოდი" განსაკუთრებული პირობებით გთავაზობთ. შეუქმენი ბავშვს პირველი წიგნი და მიიღე 10%-იანი ფასდაკლება.
https://www.facebook.com/shenia.ge
ჭიტა - სათამაშოების მაღაზია
CLASSIC - 10%
GOLD - 15%
Popins' Home • პოპინსების ფოტოსტუდია
CLASSIC - 15%
GOLD - 25%
ტალღა - ბავშვთა სპა ცენტრი • Baby Spa Center - Talgha
CLASSIC - 10%
GOLD - 15%
თამარ ჯაყელის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სტუდია (ტალღა - ბავშვთა სპა ცენტრი)
CLASSIC - 10%
GOLD - 15%
ლოიალური ბარათის გამოყენება ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს შეუძლიათ გაგუას კლინიკის პარტნიორ კომპანიებთან. იმისთვის რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით აუცილებლათ უნდა იქონიოთ ბარათი, რომელიც გადმოგეცათ კლინიკაში. მიღებული ფასდაკლება განისაზღვრება ბარათის სახეობით, თუ რომელი სტატუსის მქონე ბარათს ფლობთ.
ხშირად დასმული კითხვები
- როგორ მივიღო დაგროვილი ქულების შესახებ ინფორმაცია
- დაგროვილი ქულების და სტატუსის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი კლინიკის აპლიკაციაში, რომელიც შეგიძლიათ გადმოიწეროთ ან საიტიდან გაიაროთ ავტორიზაცია.
- რისთვის არის საჭირო ქულები?
- ქულები არის იმისთვის, რომ დავაკვირდეთ სტატუსის ცვლილებას. 1ლ = 10 ქულას. CLASSIC ბარათის მიღება შეგვიძლია 5000 ქულის დაგროვების შემთხვევაში, ხოლო GOLD ბარათის 20000 ქულის შემთხვევაში.
- შევძლებთ თუ არა ქულების გამოყენებას?
- ქულები არ გამოიყენება, შესაძლებელია მხოლოდ კლინიკაში მიღებული ბარათის გამოყენება ჩვენს პატრნიორ კომპანიებთან.
- საჭიროა თუ არა ბარათის გატარება კლინიკაში მომსახურების მიღების დროს?
- არა, საჭირო არ არის. ქულები ავტომატურად გერიცხებათ, რომლის ნახვასაც შეძლებთ აპლიკაციაში.
- აპლიკაციაში შევძლებ თუ არა დაგროვილი ქულების ნახვას?
- დიახ რა თქმა უნდა, აპლიკაციაში არის თქვენს მიერ დაგროვილი ქულების შესახებ ყველანაირი ინფორმაცია.
- შევძლებ თუ არა SMS-ის სახით ჩატარებული კვლევების და დახარჯული თანხის მიხედვით ჩარიცხული ქულების ნახვას? დიახ, ყოველ გადახდილ თანხაზე ავტომატურად მიიღებთ ტელეფონის ნომერზე SMS-ს თუ რამდენი ქულა ჩაგერიცხათ.
- სტატუსის (CLASSIC, GOLD) მოპოვების შემთხვევაში სად ავიღებ ბარათს?
- ბარათის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ჩვენთან კლინიკაში, სტატუსის მოპოვების შემთხვევაში ბარათს გასცემენ საინფორმაციოში.
- დამიგროვდება თუ არა ბავშვის ამბულატორიულ მომსახურებაზე დახარჯული თანხიდან დაგროვილი ქულები? დიახ, ჩვენი კლინიკის ლოიალობის პროგრამა საშუალებას გაძლევთ დამატებით დააგროვოთ ქულები ბავშვის ამბულატორიულ კვლევებზე გადახდილი თანხით. ბავშვის ქულები=დედის ქულებს
- შეძლებს თუ არა სხვა პირი ჩემს მიერ დაგროვილი ქულების გამოყენებას?
- არა, თითოულ მომხმარებელის პირად ნომერზე არის მიბმული ბარათი, შესაბამისად თქვენს გარდა ვერავინ ისარგებლებს ლოიალობის ბარათით.
- შეიძლება თუ არა ჩემი ბარათის მშობიარობის დროს გამოყენება (ფასდაკლების ან რაიმე სარგებლის მიღების მიზნით)? არა, ბარათი მოქმედებს მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ პარტნიორ კომპანიებთან.
- როგორ მოვიქცე ლოიალური ბარათის დაკარგვის შემთხვევაში?
- ბარათის დაკარგვის შემთხვევაში უნდა მიმართოთ საინფორმაციოს და შეივსოს განაცხადი.
- ბარათის დაკარგვის შემთხვევაში ხდება თუ არა ძველი ბარათით დაგროვილი ქულების გაუქმება?
- არა, ქულები არ იკარგება ბარათის დაკარგვის შემთხვევაში.
ჩაერთეთ ლოიალობის პროგრამაში და დაიწყეთ ქულების შეგროვება
მეტი ქულა = მეტ სარგებელს