5,000+
მშობიარობა
500+
NICU პაციენტი
85%
NPS
რატომ ჩვენ?
გამოცდილება
1997 წელს დაარსებული გაგუას კლინიკა ერთ-ერთი პირველი კერძო სამშობიაროა საქართველოში და წლების განმავლობაში ემსახურება დედებისა და ბავშვების ჯანმრთელობას
თანამედროვე სამშობიარო და საოპერაციო ბლოკები
მშობიარობა მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ სამშობიარო და საოპერაციო სივრცეებში, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უსაფრთხოებასა და კომფორტს.
NICU
საჭიროების შემთხვევაში ახალშობილებისთვის ხელმისაწვდომია ინტენსიური თერაპიის განყოფილება, რომელიც აღჭურვილია სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად
თანამედროვე მშობიარობის მეთოდები
კლინიკა გთავაზობთ მშობიარობის სხვადასხვა მეთოდს, მათ შორის ბუნებრივ მშობიარობას, წყალში მშობიარობასა და შესაბამისი ჩვენების შემთხვევაში ფრანგულ საკეისრო კვეთას.
სერვისები
ფიზიოლოგიური მშობიარობა
წყალში მშობიარობა
ფრანგული საკეისრო კვეთა
ეპიდურალური გაუტკივარება
ექიმები
კონსულტაცია და მშობიარობის დაგეგმვა
მეან-გინეკოლოგთან ერთად განისაზღვრება მშობიარობის გეგმა, ტარდება საჭირო კვლევები და ფასდება დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
კლინიკაში მიღება
მშობიარობის დაწყების ან დაგეგმილი საკეისრო კვეთის შემთხვევაში პაციენტი რეგისტრირდება კლინიკაში, გადის პირველადი შეფასებას და თავსდება სამშობიარო განყოფილებაში.
მშობიარობის პროცესი
მშობიარობა მიმდინარეობს გამოცდილი სამედიცინო გუნდის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ტკივილის მართვის თანამედროვე მეთოდები და უზრუნველყოფილია დედისა და ნაყოფის მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგი.
ბავშვის დაბადება
დაბადებისთანავე ახალშობილს აფასებს ნეონატოლოგი. დედისა და ბავშვის მდგომარეობის შესაბამისად, ხელი ეწყობა მათ ადრეულ კონტაქტსა და ძუძუთი კვების დაწყებას.
მშობიარობის შემდგომი ზრუნვა
დედა და ახალშობილი რჩებიან სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, იღებენ ინდივიდუალურ მოვლასა და საჭირო რეკომენდაციებს უსაფრთხო და კომფორტული აღდგენისთვის.
გაწერა და შემდგომი მხარდაჭერა
გაწერამდე ექიმი აფასებს დედისა და ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გასცემს მოვლის რეკომენდაციებს და გეგმავს საჭირო შემდგომ ვიზიტებს.
პალატები
ორ ადგილიანი
VIP
I კატეგორია
VIP
II კატეგორია
2025
წლის შედეგები