ვიზიტზე ჩაწერა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

                                      გაგუას კლინიკის  ვებგვერდის/აპლიკაციის მოხმარების   წესები

 

წინამდებარე ვებგვერდის (www.gaguaclinic.ge Gagua Clinic app მოხმარების პირობები (შემდგომში - მოხმარების წესები) არეგულირებს შპს „გაგუას კლინიკის“; ს/კ 201945271(შემდგომში კლინიკა)   ვებგვერდით  სარგებლობის  წესებსა და პირობებს (შემდგომში - ვებგვერდი).მომხმარებელი ნიშნავს ვებგვერდზე შემოსულ ნებისმიერ სტუმარს. ქვემოთ მოცემულ ტექსტში სიტყვა ჩვენ ნიშნავს შპსგაგუას კლინიკას“.

 

  • თქვენმიერ ვებგვერდზე შესვლა და მისი მეშვეობით მიღებული ინფორმაციის ან მომსახურების გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შეასრულოთ ამ მოხმარების წესებით დადგენილი პირობები.
  • ვებგვერდზეგანთავსებული ან მისი მეშვეობით მიღებული ინფორმაცია სწორი, სრული ან განახლებულია. ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე.კლინიკა  არ იძლევა გარანტიას იმაზე, რომ ეს ვებგვერდი, ან მისი მეშვეობით მიწოდებული ინტერნეტ-მომსახურებები იმუშავებს შეფერხებების გარეშე.
  • ვებგვერდზეარსებული ინფორმაცია არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება მიჩნეულ იქნას, რჩევად ან რეკომენდაციად.
  • მომხმარებელსეკრძალება ვებგვერდის ყოველგვარი არაუფლებამოსილი გამოყენება, რაშიც შეუზღუდავად შედის ჩვენს სისტემებში არაუფლებამოსილი შესვლა, პაროლის არასათანადო გამოყენება ან ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის არასათანადო გამოყენება
  • ვებგვერდითსარგებლობისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით გაგუას კლინიკის კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკას, რომელიც ასევე განთავსებულია წინამდებარე ვებგვერდზე.
  • თქვენვალდებული ხართ გაეცნოთ ვებგვერდზე განთავსებულ წინამდებარე მოხმარების წესების და კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმდინარე ვერსიებს ვებგვერდზე მუშაობის თითოეული შემთხვევისას.
  • ამვებგვერდზე არსებულ ინფორმაციას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი. იგი მიიჩნევა სანდოდ, მაგრამ ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას მის სისრულეზე, დროულობაზე და სისწორეზე. 
  • მომხმარებელიეცნობა, იყენებს და ენდობა ამ ინფორმაციას მხოლოდ საკუთარი რისკით. გთხოვთ, ამ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის შეფასებისას ითხოვოთ პროფესიონალების რჩევა საჭიროების მიხედვით.
  • საიტზე შესვლისას პრობლემის დაფიქსირებისას, რომლებიც  მომხმარებელს  შეიძლება შეექმნას ჩვენ  მიერ არ ან ვერ კონტროლირებადი მიზეზებით კლინიკა  პასუხს არ აგებს.
  • თქვენ თვითონ ხართ პასუხისმგებელი სატელეფონო, კომპიუტერული, პროგრამული და სხვა აღჭურვილობის ქონაზე და გამოყენებაზე, რაც საჭიროა ამ ვებგვერდზე შესასვლელად და მისით სარგებლობისთვის. 
  • ვებგვერდზე დაშვება შეიძლება ზოგჯერ იყოს შეუძლებელი, ფერხდებოდეს, იზღუდებოდეს ან შენელდეს ქვემოთ ჩამოთვლილი, და არა მხოლოდ, მიზეზებით:· აღჭურვილობის გაუმართაობა, მათ შორის და არა მხოლოდ, კომპიუტერების (მათ შორის თქვენი კომპიუტერის), სერვერების, ქსელების, ტელეკომუნიკაციის სხვა ელექტრონული და მექანიკური აღჭურვილობის გაუმართაობა;· პროგრამების გაუმართაობა, მათ შორის და არა მხოლოდ, პროგრამული ხარვეზები, შეცდომები, ვირუსები, კონფიგურაციის პრობლემები, სისტემის გადატვირთულობა;· ზიანი, რომელიც გამოწვეულია უამინდობით, მიწისძვრით, ომით, აჯანყებით, არეულობით, ტერორისტული აქტით, სამოქალაქო მღელვარებით, სტიქიური მოვლენებით, უბედური შემთხვევით, ხანძრით, წყლის გაყვანილობის დაზიანებით, აფეთქებით, მექანიზმის ავარიით ან ბუნებრივი კატასტროფებით;·ელექტროდენის ან სხვა კომუნალური მომსახურების მიწოდების მთლიანი ან ნაწილობრივი შეფერხებით; · მთლიანი თუ ნაწილობრივი გაფიცვით ან შრომითი პროცესის სხვა შეფერხებით;· მთავრობის ან კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვებით, სასამართლო გადაწყვეტილებებით ან ადამიანის სხვაგვარი ჩარევით; ან ნებისმიერი სხვა მიზეზით (იქნება ეს ზემოთ ჩამოთვლილის მსგავსი თუ არამსგავსი), რომელიც არ არის ჩვენ მიერ კონტროლირებადი;
  • თუ ვებგვერდზე შესვლა შეუძლებელია, შეფერხებულია ან შეზღუდულია ანდა თუ ვებგვერდი არ მუშაობს სწრაფად და გამართულად, თქვენ შეიძლება ვერ შეძლოთ ტრანზაქციებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მითითებების მიცემა ან ეს მითითებები შეიძლება არ შესრულდეს სათანადოდ ან თქვენ შეიძლება ვერ შეძლოთ ინფორმაციის დროულად მიღება. თუ თქვენი ოპერაციები დამოკიდებულია ჩვენთან ასეთ კავშირგაბმულობაზე და კავშირგაბმულობა შეწყვეტილი ან შეფერხებულია, თქვენ შეიძლება მოგადგეთ ზიანი. ფინანსური ბიურო პასუხს არ აგებს ასეთ ზიანზე.
  • მესამე პირების ვებვერდებს შეიძლება ჰქონდეთჩვენი ვებგვერდისგან განსხვავებული უსაფრთხოების პოლიტიკა ან უსაფრთხოების სხვა პრაქტიკა, რის გამოც აუცილებელია გაეცნოთ ამ სხვა საიტების პოლიტიკას მანამ, სანამ გაცვლით თქვენ პირად ინფორმაციას.
  • ესვებგვერდი და მისი მოხმარების წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
  • ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშვება ან დაკავშირებულია თქვენ მიერ ამვებგვერდის წვდომასა და მისით სარგებლობასთან, ასევე ამ მოხმარების წესების ან/და კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დებულებებთან, თქვენ მიერ უნდა წარედგინოს მხოლოდ საქართველოს სასამართლოებს.

ეს მოხმარების წესები და კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკა ექვემდებარება ნებისმიერ სხვა შეთანხმებას, რომელიც  თქვენ  დადებული გაქვთ კლინიკასთან. ჩვენ  უფლებას ვიტოვებთ, ჩვენი შეხედულებისამებრ შევიტანოთ ცვლილებები ამ მოხმარების წესებსა და კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დებულებებში ნებისმიერ დროს და წინასწარი შეტყობინების გარეშე.

 

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">