ვიზიტზე ჩაწერა

ჩვენ შესახებ

 გაგუას კლინიკა დაარსდა 1997 წელს  იყო პირველი კერძო სამშობიარო კლინიკა  ქვეყნის მასშტაბით ,იმ დროისთვის  ,როდესაც საქართველოს მოსახლეობისთვის ფაქტიურად არ არსებობდა სრულყოფილი სამედიცინო სერვისების მიღების შესაძლებლობა. დაარსების დღიდან  დღემდე, ჩვენი მთავარი მიზანია კლინიკის მყუდრო, ოჯახურ გარემოში პაციენტებმა მიიღონ   მაღალი დონის სამედიცინო სერვისი.

მუდმივი  ზრუნვა პაციენტებზე ორიენტირებული გარემოს სრულყოფისათვის კლინიკის  განვითარების ეტაპებზე ტრადიციად იქცა.

გაგუას კლინიკა  ამაყობს 20 წლის მანძილზე დაგროვილი გამოცდილებით და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით.

ამ დროის განმავლობაში კლინიკა გაიზარდა, როგორც მასშტაბით, ასევე ბევრი ახალი სერვისის დამატებასთან ერთად აღიჭურვა ულტრათანამედროვე აპარატურით .

ჩვენი მიზანია ,რომ თქვენ მიიღოთ  უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება   და ყურადღება ,რომელსაც იმსახურებს ჩვენთან  მოსული ყველა პაციენტი.

ჩვენი კოლექტივის მიერ განვლილი რთული და საპასუხისმგებლო გზა, მიღებული გამოცდილება და აღიარება საშუალებას გვაძლევს მოგმართოთ. ჩვენ ვემსახურებით ყველა ასაკის ქალებს. ბავშვობიდან მოხუცებულობამდე .    

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი, განაპირობებს მრავალი ერთგული პაციენტის არსებობას, რომელიც ჩვენი კლინიკის ფასდაუდებელი შენაძენია.

გაგუას კლინიკა გისურვებთ ჯანმრთელობას და გამრავლებას !

 

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">