ორსულებისთვის
წითურა და ორსულობა
წითურა
წითურა მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით. დაავადება იწყება გამონაყარით, თავისა და სახსრების ტკივილით.
წითურას ვირული წარმოადგენს ჭეშმარითად ტერატოგენულ ვირუსს. თუ მოხდა ორსულის ინფიცირება ორსულობის პირველ 16 კვ-ის განმავლობაში 30%-ში შესაძლებელია გამოიწვიოს სპონტანური აბორტი და 50%-ში ნაყოფის მრავლობითი სიმახინჯეების განვითარება.
თუ ორსულობისას ეჭვი იქნა მიტანილი წითურაზე აუცილებელია გადამოწმდეს ლაბორატორიულად წითურას საწიინააღმდეგო ანტისხეულები. რათა დროულად დადგეს საკითხი ორსულობის შეწყვეტაზე.
ვინაიდან ვირუსი არის ძლიერ ტერატოგენული, იგი იწვევს ნაყოფის დაზიანებას და ზოგჯერ თანდაყოლილი წითურას განვითარებას. ვირუსი გადაეცემა ტრანსპალენტარულად.თანდაყოლილი წითურას შემთცვევაშუ 80%ში დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნები გამოვლინდება დაბადებიდან 2წლის განმავლობაში.დამახასიათებელი ტრიადაა: გულის მანკი, სმენის დეფექტი და თვალის ანომალიები.
გართულებების თავიდან ასაცილებლად სასურველია ორსულობამდე მოხდეს განსაზღვრა წითურას ანტისხეულებზე და ვაქცინაციის ჩატარება.