ვიზიტზე ჩაწერა

ორსულებისთვის

ინ ვიტრო განაყოფიერება IVF & ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია ICSI

ინ ვიტრო განაყოფიერება IVF & ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია ICSI

რეპროდუქტოლოგიაში ორი ყველაზე ხშირად გამოყენებადი საშუალება გახლავთ :

  • ინ ვიტრო განაყოფიერება IVF ;
  • ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია  ICSI ;

მათ შორის განსხვავება არის სპერმის მიერ კვერცხუჯრედის განაყოფიერების პროცესში.

IVF- ის შემთხვევაში კვერცხუჯრედში შეჰყავთ მრავალი სპერმატოზოიდი და ტოვებენ შესაბამის ჭურჭელში , სპეციალურად შერჩეულ ხელსაყრელ გარემოში , რის შედეგადაც  ხდება განაყოფიერების პროცესისადმი დაკვირვება, ყველანაირი  ჩარევის გარეშე. სინჯარაში მოთავსებული კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი თვითონ ერწყმიან ერთმანეთს.

ICSI-ის შემთხვევაში  ხდება სპერმის უჯრედის პირდაპირი ინექცია კვერცხუჯრედის უჯრედის ციტოპლაზმაში (ამ მეთოდს მიმართავენ მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობის დროს). 

ინ ვიტრო განაყოფიერება 

ინ ვიტრო განაყოფიერება არის დამხმარე რეპროდუქციული საშუალება, რომელიც მოიცავს საკვერცხის ფოლიკულებიდან კვერცხუჯრედების მიღებას, მათ განაყოფიერებას სპერმატოზოიდებით, რის შემდეგაც ხდება  ემბრიონის მიღება და მომზადებულ საშვილოსნოს ღრუში  გადატანა. 

წყვილის ანამნეზიდან გამომდინარე, ინ ვიტრო განაყოფიერებისათვის გამოიყენება:

  • წყვილის საკუთარი ბიომასალა;
  • ქალის კვერცხუჯრედი  და სპერმის დონორი;
  • დონორი კვერცხუჯრედი და პარტნიორის  სპერმა;
  • დონორი კვერცხუჯრედი და დონორი სპერმა;
  • დონორი ემბრიონი;
  • წყვილის ემბრიონის გადატანა სუროგატი დედის საშვილოსნოს ღრუში;

 

რა არის ინ ვიტრო განაყოფიერების ჩვენება ?

        უნაყოფობის ფაქტორები:

  • 40 წელზე ზემოთ ქალებში საკვერცხის რეზერვის დაქვეითება;
  • გაუმტარი ან  ანთებითი  ფალოპის მილები ;
  • ენდომეტრიოზი;
  • საშვილოსნოს ფიბროიდული კვანძები;
  • იდიოპათიური უნაყოფობა;
  • მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა, მცირე რაოდენობით სპერმატოზოიდები, მორფოლოგიურად დარღვეული სპერმატოზოიდები;
  • წყვილს, რომელსაც ანამნეზიდან გამომდინარე  ესაჭიროება  ემბრიონის პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი;

 

ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის მომზადება :

  1. პირველ რიგში უნდა შეფასდეს ქალის საკვერცხის რეზერვი. რის შესაფასებლადაც აუცილებელია  სისხლის ჰორმონალური ანალიზები: FSH; AMH; ულტრაბგერითი გინეკოლოგიური კვლევა, ანტრალური ფოლიკულების დათვლა;
  2. საშვილოსნოს მდგომარეობის შეფასება- ვინაიდან საშვილოსნო ემბრიონისთვის წარმოადგენს რეზერვუარს ,უნდა შეფასდეს საშვილოსნო, როგორც ფუქნციურად ისე ანატომიურად,რათა  ემბრიონის გადატანა მოხდეს მომზადებულ საშვილოსნოში ,რომელსაც შეუძლია ემბრიონს შეუქმნას ყველა ის ხელსაყრელი პირობა და გარემო, რაც დაეხმარება მას მიმაგრებასა და შემდგომ განვითარებაში; 
  3. მამაკაცთან ჩასატარებელი კვლევებიდან  საჭიროა სპერმოგრამა , რათა სწორად შეფასდეს განაყოფიერებისა და  მიღებული ემბრიონის ხარისხის ალბათობა;

მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობის შემთხვევაში გამოიყენება ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია.

        ინ ვიტრო განაყოფიერება თავის მხრივ მოიცავს 5 ეტაპს :

  1. საკვერცხეების სტიმულაცია;
  2. ფოლიკულების ასპირაცია;
  3. განაყოფიერება;
  4. ემბრიონების კულტივაცია;
  5. ემბრიონების ტრანსფერი  (გადატანა საშვილოსნოს ღრუში);

სტიმულაცია- ქალის კვერცხუჯრედებიდან ყოველ ციკლში იზრდება თითო დომინანტი ფოლიკული, ინ ვიტრო განაყოფიერების შემთხვევაში კი  ხდება საკვერცხეების სტიმულაცია და მრავლობითი ფოლიკულების ზრდა .  სტიმულაციის პროცესში ექიმი ესტროგენის დონესა და ფოლიკულის ზომას მუდმივად აკვირდება და ინექციების დოზებსაც შესაბამისად არეგულირებს. 

ფოლიკულის ასპირაცია -როდესაც ფოლიკულები საჭირო ზომას აღწევს, ქალს ფოლიკულების ასპირაცია   უტარდება. ეს არის ქირურგიული მანიპულაცია, რომელიც ხანმოკლე ინტრავენური ანესთეზიით ტარდება. სპეციალური წვრილი ნემსით, ტრანსვაგინალური მიდგომით ,საკვერცხეებიდან ფოლიკულური სითხის ამოღება ულტრაბგერითი კონტროლით ხდება. ქალი რამდენიმე საათის განმავლობაში მოსვენებულ მდგომარეობაში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება,ხოლო შემდეგ სახლში მიდის და ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმს უბრუნდება.

ასპირაციის დღეს აუცილებელია, რომ მეუღლემ ჩააბაროს სპერმა.

განაყოფიერება-  ასპირაციით მიღებულ ფოლიკულურ სითხეში ემბრიოლოგი ამოწმებს კვერცხუჯრედებს და შემდგომ აკვირდება მის მომწიფების სტადიას.  კვერცხუჯრედს სპერმის იმ რაოდენობას ამატებს, რომელიც განაყოფიერებისთვისაა აუცილებელი. ამას ‘სტანდარტული ინ ვიტრო განაყოფიერება ჰქვია. თუ საჭიროება მოითხოვს, კვერცხუჯრედის განაყოფიერება შესაძლებელია მოხდეს ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექციით (ICSI)

ემბრიონის კულტივაცია-კვერცხუჯრედის განაყოფიერება დაახლოებით 18 საათის შემდეგ დგინდება. მის შემდგომ განვითარებას კი ემბრიოლოგი 24-72 საათის განმავლობაში აკვირდება.

როცა ინ ვიტრო განაყოფიერება (In Vitro Fertilisation) წარმატებულია,   მე-5 დღეს ემბრიონი ბლასტოცისტად ყალიბდება. ემბრიონის ბლასტოცისტამდე გაზრდა ერთი ემბრიონის გადატანის შესაძლებლობას გვაძლევს, ამით მრავალნაყოფიანი ორსულობის  რისკი მცირდება.

ამ დროს შესაძლებელია ემბრიონს ჩაუტარდეს პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი. (PGS ) ,რათა თავიდან იქნას აცილებული რიგი გენეტიკური ,ქრომოსომული მუტაციებით განპირობებული დაავადებები.

ტრანსფერი-მომავალი დედის საშვილონოს ღრუში საუკეთესო ემბრიონის გადატანა წვრილი კათეტერით, განაყოფიერებიდან 3-5 დღეში, ექო-მონიტორინგის ქვეშ ხდება; პროცედურა უმტკინვეულოა და სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარეობს.

ემბრიონის გადატანის შემდეგ პაციენტმა საჭირო მკურნალობა უნდა გააგრძელოს.

 

გართულებები რომლებიც დაკავშირებულია ინ ვიტრო განაყოფიერებასთან:

  • მრავალნაყოფიანი ორსულობა, რომელიც დაკავშირებულია ნაადრევ მშობიარობასთან, მცირე წონის ახალშობილთან;
  • თვითნებითი აბორტი;
  • საშვილოსნოს გარე ორსულობა(როდესაც ემბრიონის იმპლანტაცია ხდება საშვილოსნოს გარეთ, უხშირესად ფალოპის მილში);
  • საკვერცხეების ჰიპერსტიმულაცია;
  • სისხლდენა, ინფექცია, იშვიათად ნაწლავების, ან შარდის ბუშტის დაზიანება;

 

ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია (ICSI)

ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია (ICSI), ინ ვიტრო განაყოფიერების დროს, კვერცხუჯრედის განაყოფიერების მიზნით გამოიყენება. როგორც ცნობილია, კვერცხუჯრედის განაყოფიერება შესაძლებელია როგორც სტანდარტული მეთოდით (როდესაც ათასობით სპერმატოზოიდი  და კვერცხუჯრედი ერთ ჭურჭელში თავსდება და განაყოფიერება ბუნებრივად ხდება), ისე სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინექციის (ICSI) გამოყენებით. ასეთ დროს სპერმა ძალიან პატარა ზომის, ნატიფი დამუშავების მინის პიპეტით, მიკროსკოპის ქვეშ, პირდაპირ კვერცხუჯრედის ციტოპლაზმაში თავსდება.

ICSI–ს ჩვენებას წარმოადგენს:

1) წინა ციკლებში, ფერტილიზაციის – კვერცხუჯრედების განაყოფიერების დაბალი პროცენტული მაჩვენებელი. ზოგჯერ მიუხედავად იმისა, რომ ყველა მაჩვენებელი ნორმაშია სპერმატოზოიდი ვერ შედის კვერცხუჯრედში. ამ დროს სავარაუდოა გენეტიკური, იმუნოლოგიური პრობლემების, იდიოპათიური უშვილობის არსებობა.

2)სპერმოგრამის არაკეთილსაიმედო მაჩვენებლები: სპერმატოზოიდების დაბალი კონცენტრაცია(ოლიგოსპერმია);  მოძრაობის დარღვევები (ასთენოსპერმია)  და ნორმალური მორფოლოგიის დაბალი მაჩვენებლები (ზოოსპერმია); 

 აზოოსპერმია- პათოლოგიას, როდესაც ეაკულატში სპერმატოზოიდები არ არის ან უკიდურესად ცოტაა (ასეთ შემთხვევაში, ნაჩვენებია სპერმატოზოიდების მიღება სათესლეების ბიოფსიის გზით) 

 

ICSI–ს პროცედურა :

მას შემდეგ რაც კვერცხუჯრედები მიღებულია, ემბრიოლოგი აშორებს მათ გარეთა გარსს, ე.წ. კუმულუსს რომელიც წარმოქმნილია ჰორმონმაპროდუცირებელი გრანულოზა უჯრედებისგან. მის ქვეშ მდებარეობს კვერცხუჯრედის გამჭვირვალე გარსი – ზონა პელუციდა. დიდი გადიდების, მიკროსკოპის ქვეშ შესაძლებელია ამორჩეულ იყოს და გამოიყოს ერთი სპერმატოზოიდი, ასპირირებულ იქნას უწვრილეს შუშის ნემსში და შეყვანილ იქნას კვერცხუჯრედში. ეს პროცედურა ტარდება ყველა კვერცხუჯრედისთვის ცალ-ცალკე.

 

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">