ვიზიტზე ჩაწერა

ორსულებისთვის

მკერდის მოვლა ორსულობის დროს

მკერდის მოვლა ორსულობის დროს

ორსულობის პერიოდში სარძევე ჯირკვალში მიმდინარე ცვლილებები შეიძლება ორსულობის ადრეულ ნიშნებად მივიჩნიოთ. ძირითადად ეს ცვლილებებია : მკერდის შეშუპება, დაჭიმულობა და სიმძიმის  შეგრძნება, რომელიც ხელით შეხებისას იმატებს. ორსულობის პროგრესირებასთან ერთად ცვლილებები სარძევე ჯირკვალში უფრო და უფრო იმატებს. 

ორსულობა გავლენას ახდენს თქვენს ორგანიზმში ჰორმონების ესტროგენისა და პროგესტერონის დონეზე. ეს ჰორმონები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ძუძუს ლაქტაციისთვის მომზადებაში. 

ესტროგენი ასტიმულირებს სარძევე ჯირკვლის უჯრედების ზრდას და უზრუნველყოფს პროლაქტინის სეკრეციას, რომელიც ასტიმულირებს ძუძუს გაფართოებას და რძის წარმოქმნას.  ხოლო პროგესტერონი იწვევს  სარძევე ჯირკვლების უჯრედების წარმოქმნას და ზრდას ძუძუს ჯირკვლების შიგნით.

ცვლილებები პირველ ტრიმესტრში.

პირველი ტრიმესტრის განმავლობაში თქვენი სხეულის სისხლის მოცულობა იწყებს ზრდას, რის შედეგადაც სარძევე ჯირკვალი იწყებს ზომაში მატებას და ხდება უფრო მგძნობიარე.  მკვერად შესამჩნევი ხდება ვენური ქსელის გაფართოება და კერტების მტკივნეულობა,  პიგმენტაციის მომატება რაც ფიზიოლოგიური პროცესია.

ცვლილებები მეორე ტრიმესტრში.

მეორე ტრიმესტრის განმავლობაში, ესტროგენის დონე აგრძელებს ზრდას. მკერდში იმატებს სისავსის შეგძნება და იწყება რძის სადინრების განვითარება. ამ ვადაზე მკერდის ზომაში მატება დაკავშირებულია ხსენის წარმოქმნასთან. შესაძლებელია აღინიშნოს მკერდიდან ხსენის გადმოსვლა, თუმცა ის არ საჭიროებს დამუშავებას ან რაიმე სახის ჩარევას.

ცვლილებები მესამე ტრიმესტრში.

მშობიარობის ვადის მოახლოებასთან ერთად მკერდის სიმკვრივე იმატებს, არეოლების პიგმენტაცია ხდება უფრო შესამჩნევი. სწორედ ამ ვადაზეა ხშირი სტრიების წარმოქმნა,რაც დაკავშირებულია კანის მკვეთრად გადაჭიმვით. შესაძლებელია გაჩნდეს ქავილი და სიმშრალე, რომლისთვისაც სასურველია გამოიყენოთ დამატენიანებელი კრემები ან ზეთები.

მშობიარობის შემდეგ ესტროგენისა და პროგესტერონის დონე მცირდება, ხოლო პროლაქტინის დონე იზრდება, რაც უზრუნველყოფს ლაქტაციას.

 

 

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">