ვიზიტზე ჩაწერა

კვება და ნუტრიცია

ენერგეტიკული სასმელი

ორსულობის დროს ენერგეტიკული სასმელები არ არის რეკომენდებული, რადგან ისინი შეიძლება შეიცავდეს კოფეინის მაღალ დონეს და სხვა ინგრედიენტებს, რომლებიც არ არის რეკომენდებული ორსულებისთვის.

სარისკო

შემწვარი საკვები

კვლევებით დადგენილია რომ რამდენჯერმე გამოყენებული ზეთი კანცეროგენია ან იწვევს კიბოს განვითარებას. მაღალ ტემპერატურაზე შეწვისას ცხოველური ცხიმი გარდაიქმნება ჰეტეროციკლურ ამინად. ხორცის წვენი მაღალ ტემპერატურაზე დამუშავებისას გარდაიქმნება პოლიარომატულ ჰიდროკარბონად. ეს ორივე ნივთიერება კანცეროგენია. იმ შმეთხვევაშ თუ გსურთ ცხიმში შემწვარი საკვების მიღება უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულს. თუ გადაწყვეტთ ხორცის მომზადებას მოაცილეთ ზედმეტი ცხიმის ფენა, შეწვამდე რამდენიმე წუთთ ადრე მოათავსეთ საკვები მიკროტალღურ ღუმელში რათა შეამციროთ მომზადების დრო, მოამზადეთ დაბალ ცეცხლზე, ხშირად გაადაბრუნეთ საკვები, მოაჭერით შემწვარ პროდუქტს ოდნავ დამწვარი ნაწილები.

სარისკო

ონკანის წყალი

ონკანის წყლის ხარისხი სანიტარიული მომსახურებით ყოველთვის შემოწმებულია. ის არ უნდა შეიცავდეს აკრძალულ ქიმიკატებს. წყლის ხარისხი დამოკიდებულია თქვენს ადგილმდებარეობაზე.ზოგიერთ ორსულს ურჩევნია ჩამოსხმული წყალი, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ გადის კონტროლს, როგორც ონკანის წყალი

უსაფრთხო

ცხარე საკვები

ცხარე საკვების მიღება უსაფრთხოა ორსულობისას. მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს, თუ ცხარე საკვების მერე არ გაქვთ დისკომფორტი როგორიც არის გულძმარვა ან ფაღარათი შეგიძლიათ თავისუფლად მიირთვათ.

უსაფრთხო

მარილი

ორსულს არ ეკრძალება მარილიანი საკვების მიღება, თუ არ აქვს მაღალი წნევა. ზოგიერთი ექიმი გირჩევთ შეამციროთ მარილის მიღება ორსულობის დროს, რადგან ეს ხელს უწყობს წყლის შეკავებას და შეშუპებას. მცირე რაოდენობით ნატრიუმი სასარგებლოა, რადგან მას შეუძლია დაეხმაროს თქვენს სხეულს სითხის შესაბამისი დონის შენარჩუნებაში

უსაფრთხო

ომეგა 3

უმჯობესია ყველა მიკროელემენტი და ნუტრიენტი საკვებისგან მიიღოთ, თუმცა ომეგა 3 -ის კვებითი დანამატი უსაფრთხოა და საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ თავისუფლად მიიღოთ 200 - 300 მგ დღეში.გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან

უსაფრთხო

შაქრის შემცვლელი

შაქრის შემცვლელების გამოყენება ორსულობისას უნდა მოხდეს სიფრთხილით. თუ თქვენ გაწუხებთ რომელიმე ისეთი დაავადება როდესაც აუცილებელია შაქრის შემცვლელის მიღება გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.

სარისკო

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">