სილამაზე
სახის კოსმეტოლოგიური პროცედურები
სტანდარტული სახის მოვლის პროცედურები უსაფრთხოა ორსულობაში.გამონაკლისია ყველა სახის შეფუთვა,რადგან შესაძლოა გადახურდეს თქვენი სხეული და საფრთხე შეუქმნას ნაყოფს.სხეულის ტემპერატურის გადაჭარბებულმა ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რისკები.სახის ცხელი ორთქლის აბაზენები უსაფრთხოა ორსულობაში.უმჯობესია თუ გადადებთ პროცედურებს მშბიარობამდე.მაგალითად: ადგილობრივი რეტინოიდების გამოყენება და ქიმიური პილინგის მიღება.კოსმეტოლოგთან ვიზიტისას გადაამოწმეთ აქვს თუ არა გამოცდილება ორსულებთან მუშაობის და ჩააყენეთ საქმის კურსში თქვენი მდგომარეობის შესახებ
უსაფრთხო
ეპილაცია ცვილით ან შუგარინგით
ორსულობისას შესაძლოა შენიშნოთ თმის აქტიური ზრდა, ნუ აღელდებით ეს სავსებით ნორმალურია ჰორმონული ცვლილებების ფოზე. მშობიარობის შემდგომ ზედმეტი თმა ხშირშემთხვევაში თვისით ქრება. ორსულობისას შუგარინგისა და ცვილის გამოყენებით ეპილაცია უსაფრთხო პროცედურაა. თუ პროცედურას სალონში იკეთებთ აუცილებლად დარწმუნდით რომ ჰიგიენის ყველა ნორმა დაცულია და არ ხდება ცვილისა და სხვა საშუალებების განმეორებით გამოყენება.
უსაფრთხო
აკუპუნქტურა
აკუპუნქტურა მრავალსაუკუნიანი ჩინური პრაქტიკაა. 2014წ. 9 ქვეყანაში ჩატარდა კვლევა აკუპუნქტურის უსაფრთხოების შესახებ სადაც გართულება მხოლოდ 1,3% შემთხვევებში დაფიქსირდა. აკუპუნქტურა დაგეხმარებათ გულისრევის, უძილობისა და შფოთვის დაძლევაში. სასურველია მოძებნოთ ისეთი აკუპუნქტურის სპეციალისტი რომელსაც აქვს სპეციალური ლიცენზია და გამოცდილება ორსულ პაციენტტან მუშაობისა. შეატყობინეთ თქვენს ექიმს რომ გეგმავთ აკუპუნქტრუის პროცედურის ჩატარებას.
უსაფრთხო
მანიკური /პედიკური
მანიკურისა და პედიკურის გაკეთება ორსულებში უსაფრთხოა,თუმცა არსებობს შესაძლო დაინფიცირების რისკი, არასრულყოფილად სტერილიზებული აპარატურით. ორსულობის დროს ინფექცია დამატებითი საფრთხეა, რადგან თქვენს ახალშობილს ასევე აქვს რისკი დაინფიცირების .მაკრატელი და სხვა ხელსაწყოებიც სათანადოდ უნდა სტერილიზდეს ავტოკლავის სტერილიზატორში;პედიკურის აბაზანების სანიტარია. ასევე უმჯობესია საკუთარი ხელსაწყოებით დამუშავება,ახალი ხელთათმანები. რაც შეეხება სალონში არსებულ ქიმიკატებსა და ორთქლს, მტკიცებულება მცირეა ან საერთოდ არ არსებობს იმის შესახებ, რომ მანიკურის ან პედიკურის ხანმოკლე ზემოქმედება საზიანოა თქვენი ან თქვენი ბავშვისთვის.
უსაფრთხო
მარილის სკრაბი
მარილის სკრაბის გამოყენება მთელ სხეულზე უსაფრთხოა ორსულობისას, რადგან არ ხდება მისი კანიდან შეწოვა. ეს პროცედურა ძალიან სასარგებლოა რადგან უსაფრთხოდ აცილებს კანის მკვდარ უჟრედებს და ხელს უწყობს სისხლის ცირკულაციას კანისა და კანქვეშა ქსოვილებში. მარილის გამოყენებისას დარწმუნდით რომ ის არ შეიცავს დამატებით მინარევებს. თუ ამ პროცედურას კლინიკა ან სპა სალონში იკეთებთ აუცილებლად შეატყობინეთ პერსონალს რომ ორსულად ხართ რათა გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე მასაჟისას
უსაფრთხო
თმის შეღებვა
თეორიულად, თქვენი კანი შთანთქავს მხოლოდ თმის საღებავს შეზღუდული რაოდენობით. თუ თქვენი კანი გაღიზიანებულია, ან თუ კანი დაზიანებულია შესაძლოა თმის საღებავში ქიმიკატების უმეტესობა შეიწოვოთ, ვიდრე ჩვეულებრივ. ჯერ კიდევ, ორსულობის პერიოდში თმის საღებავის გამოყენების შესახებ კვლევა შეზღუდულია. ზოგადად არ მიიჩნევა, რომ ეს ქიმიკატები ზიანს აყენებენ ნაყოფს. ამასთან, არსებული მტკიცებულებების არარსებობის გამო, პროცედურის გადადება უმჯობესია .თუ ორსულობის დროს თმის საღებავს აირჩევთ, გაითვალისწინეთ უსაფრთხოების ნორმები: ყურადღებით მიჰყევი პაკეტის მითითებებს. გამოიყენეთ ხელთათმანები თმის საღებავის გამოყენებისას. დატოვეთ საღებავი თმაზე არა უმეტეს მითითებული დროისა. თმის საღებავის გამოყენების შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ ის.
სარისკო
ჭიპის პირსინგი
ჭიპის პირსინგის გაკეთება ორსულობისას არცთუ ისე კარგი იდეაა, რადგენ არსებობს ინფექციის შეჭრის ალბათობა რომელიც საფრთხეს შეუქმნის თქვენი და თქვენი ბაშვის ჯანმრთელობას. უკვე ასებული პირსინგი უნდა მოხისნათ მშობიარობის დაწყებამდე, რათა ხელი არ შეუშალოს ექიმს საჭირო პროცედურების ჩატარებისას. იგივე რეკომენდაცია ვრცელდება საკეისრო კვეთის შემთხვევაში. განანაკვეთის არეში არ უნდა იყოს არანირი მეტალის იმპლანტი.
სარისკო