ვიზიტზე ჩაწერა

სპორტული აქტივობები

ცურვა

ცურვა გარდა იმისა, რომ კარგია თქვენი სისხლის ცირკულაციისთვის, რეგულარული ცურვა გააუმჯობესებთ კუნთების ტონუსს. თუ ორსულობამდე ცურავდით შეგიძლიათ გააგრძელოთ ის 30 წუთის განმავლობაში, კვირაში 4-ჯერ ,თუ თქვენ ახალბედა მოცურავე ხართ დაიწყეთ ნელა 15 წუთით და თანდათან გაზარდეთ დრო საცურაო აუზების სადეზინფექციო საშუალებები არ აყენებენ ზიანს ნაყოფს.

უსაფრთხო

თხილამურებით სრიალი

მეანთა და გინეკოლოგთა სამეფო კოლეჯი გვირჩევს, რომ ორსულობის დასაწყისში კარგია ფიზიკური აქტივობა.გარდა: სერფინგის, თხილამურებისა და ცხენოსნობისა (შე საძლო ტრავმების რისკის გამო)

არ არის უსაფრთხო

ტენისი

ორსულობის დროს ჩოგბურთის თამაშამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. თუ აქამდე არასდროს გითამაშიათ ჩოგბურთი, ახლა ნამდვილად არ არის დაწყების დრო. ჩოგბურთი მოითხოვს სწრაფ რეაგირებას. შედეგი შეიძლება იყოს სერიოზული გართულება, პლაცენტის აცლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები და ნაყოფის საშვილოსნოსშიდა სიკვდილიც კი.

სარისკო

აუზი ქლორიანი წყლით

ქლორიანი წყლის აუზში ცურვა არ არის ორსულობის დროს საჭირო, თუმცა ქლორიანი წლის უსაფრთხოებასთნ დაკვშირებიოთ მცირე რაოდენობის კვლევებია ჩატარებული. ამიტომ თუ საშუალება გავქთ ჯობია იონიზაციის საშუალებით გაწმენდილი აუზი მოიძიოთ.

უსაფრთხო

ჯირითი

ცხენით ჯირითი დაკავშირებულია პლაცენტის აცლასა და ნაადრევ მშობიარობასთან. მეორე და მესამე ტრიმესტრში ჯირითისას ტრავმის რისკი განსაკუთრებით მაღალია. ამიტომ ჯობია ორსულობისას ცხენით ჯირითისგან ჯობია თავი შეიკაოთ.

არ არის უსაფრთხო

იოგა

იოგა საკმაოდ სასარგებლოა ორსულობისას რადგან ის გეხმარებთ სტერეის დაძლევაში. იოგას პრაქტიკა მშობიარობისას ტკივილს დაძლევაშიც დაგეხმარებთ. მაგრამ იოგას ვარჯიშის დროს სასურველია გამოიჩნოთ სიფრთხილე, სასურველია ივარჯიშოთ პრენატალური იოგის ჯგუფში სადაც ყველა ვარჯიში უსაფრთხო იქნება ორსულისათვის. თუ ჩვეულებრრივ იოგას ჯგუფში ჩაეწერებით აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ინსტრუქტორს ორსულობის შესახებ. ვარჯიშისას არასასურველია ასანას პოზების გაკეთება როდესაც დიდხანს გიწვთ ზურგზე წოლა, ამ პოზაში ფერხდება ნაყოფთან სისხლის მიწოდება რომელიც ცუდად იმოქმედებს თქვენი ბავშვის ჯანმრთელობაზე

სარისკო

სირბილი

თუ თქვენი ორსულობა გართულებების გარეშე მიმდინარეობს შეგიძლიათ დაიწოთ სირბილი. ზოგ ორსულს აქვს სამედიცინო ჩვენება ან ორსულობის გართულებები, რაც ნიშნავს, რომ მათ არ უნდა ივარჯიშონ. ორსულობის დროს მიმართეთ თქვენს ექიმს სანამ დაიწყებთ სირბილს - ან რაიმე სახის ვარჯიშს.ქალებს, რომლებიც რეგულარულად დარბოდნენ დაორსულებამდე, ჩვეულებრივ შეუძლიათ განაგრძონ სირბილი ნორმალური ტემპით,. თუ ახალბედა ხართ, დაიწყეთ ნელა: სიარულით, შემდეგ ნელი და მარტივი ტემპით

სარისკო

ველოსიპედი

ველოსიპედით სეირნობისას ორსულ ქალებს სიფრთხილე მართებთ. ზოგადად ველოსიპედი არ არის უსაფრთხო ტრანსპორტირების საშუალება რადგან მაღალია წაქცევის და მუცელის დაზიანების ალბათობა. დარტყმითმა ტრავმამ მუცლუის წიან კედზელზე შესაძლოა გამოიწვიოს პლაცენტის აცლა რომელიც დედისა და ნაყოფის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ორსულობისას გამოყოფილი ჰორმონი რელაქსინის გამო სახსრები და მყესები შედარებით უფრო მოდუნებულია, აგრეთვე იცვლება სიმძიმის ცენტრი რის გამოც წონასწორობის დაცვა სირთულესთან არის დაკავშირებული. ველოსიპედით სეირნობის უსაფრთხო ალტერნატივაა სავარჯიშო უძრავი ველოსიპედი, რომელიც დაგეხმარებათ შინარჩუნოთ ფიზიკური აქტივობის დონე.

სარისკო

სავარჯიშო ჰანტელი/გირი .

ვარჯიში მშვენიერი გზაა ფეხმძიმობის პერიოდში. არსებობს საბაზისო პროგრამები, რომელებიც ფოკუსირდება კუნთების მთავარ ჯგუფებზე.საჭიროა პირადი მწვრთნელის აყვანა, რომელსაც აქვს გამოცდილება მომავალ დედებთან მუშაობის.აქტიური ვარჯიშის დაწყბებამდე აუცილებლათ გაიარეთ კონსულტაცია ექმითან

სარისკო

ბოულინგი

ბოულინგის თამაში ორსულობისას საკმაოდ საფრთხილოა. ორსულობის დროს მყესებისა და კუნთების ძილიერე იკლებს, იცვლება სიმძიმის ცენტრი ამიტომ წონასწორობის დაჭერა უფრო რთულია. ბოულინგის ბურთის სიმძიმის გამო შეიძლება თამაშის შემდგომ იგრძნოთ დიკომფორტი. თუ მაინც გადაწყვეტთ ბოულინგით გართობას აარჩიეთ მაქსიმალურად მსუბუქი ბურთი.

სარისკო

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">