ჯანმრთელობა და მედიკამენტები
საძილე პრეპარატი
საძილე პრეპარატების გამოყენება ორსულობისას არ არის უსაფრთხო რადგან ის იწვევს ადიქციას. თუ დედა ორსულობის განმავლობაში მუდმივად იღებს საძილე აბებს შესაძლოა ნაყოფიც მასზე დამოკიდებული გახდეს, რაც ასოცირებულია დაბალ ინტელექტუალურ შესაძლებლობებთან. საძილე აბების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
არ არის უსაფრთხო
ანტიდეპრესანტი
ანტიდეპრესანტების მირება ორსულობისას და ორსულობის დაგეგმავმდე ძალიან საფრთხილოა რადგან ანტიდეპრესანტების ნაწილი იწვევს ნაყფის თანდაყოლილ ანომალიებს და სპონტანურ აბორტებს. იმ შმეთხვევაში თუ თქვენ აუცილებლად გესაჭიროებათ ამ პრეპარატების მიღება გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, ტრიციკლლური ანტიდეპრესანტები შედარებით ნაკლებ რისკს შეიცავს, ესენია: ამიტრიპტილინი, იმიპრამინი და ბუპროპონი.
სარისკო
ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი
ორსულობისას ალერგიის დროს ზოგჯერ რეკომენდებულია ალერგიული მედიკამენტები. თუ ალერგიული მედიკამენტების მიღებას აპირებთ, გაიარეთ კონსულტაციათ თქვენს ექიმთან. მსუბუქი ალერგიის სიმპტომების სამართავად მან შეიძლება გირჩიოთ პერორალური ანტიჰისტამინური საშუალებები.მწვავე სიმპტომების გამო, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ურეცეპტორო კორტიკოსტეროიდული სპრეი, ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით, ორალური ანტიჰისტამინური საშუალების გარდა.
სარისკო
პარაცეტამოლი
პარაცეტამოლი იგივე აცეტამინოფენი თავისუფლად გამოიყენება ორსულობისას თუმცა მისი მოქმედება ბოლომდე შესწავლილი არ არის. გაითვალისწინეთ რომ ტემპერატურა 38,5 მდე არ საჭიროებს მკურნალობას მედიკამენტებით და სასურველია ტემპერატურის დაწევა ბუნებრივი საშუალებებით როგროჩი არის ბავრი თბილი სითხე, ჟოლოს მურაბა, თაფლის და ლიმონის თბილი სხნარი თუ არ გაწუხებთ ალერგია.
სარისკო
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა
ორსულმა ქალებმა აუცილებლათ უნდა გაიკეთონ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. ორსულობის დროს დედის და ბავშვის დაცვა გრიპისგან აუცილებელია,რომლის საუკეთესო საშუალება ვაქცინაციაა . ვაქცინაცია ნახევრამდე ამცირებს ქალებში გრიპთან დაკავშირებული მწვავე რესპირატორული ინფექციის რისკს
უსაფრთხო
მწერების საწინააღმდეგო საშუალებები
მწერების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება სასურველია ორსულობისას რადგან ის დაგიცავთ ყველა იმ დაავადებისგან რომელიც გადააქვს მწერებს. სასურველია გამოიყენოთ ბავშვებისათვის განკუთვნილი ლოსიონები და კრემები რადგან ისინი ნაკლებ ქიმიკატებს შეიცავს. ტქვენი უდაფრთხოებისათვის დაიცავით რამდენიმე რეკომენდაცია: სანამ შეიძენთ მწერების საწინააღმდეგო საშუალებას კარგად წაიკითხეთ მოხმარების წესები, რადგან არასწორმა გამოყენებამ შეიძლება ზიანი მოგაყენოთ. დარწმუნდით რომ მოცემულ საშუალებაზე არ გაქვთ ალერგია. გაღიზიანებულ კანსა და ჭრილობებზე ნუ გამოყენებთ მწერების საწინააღმდეგო საშუალებას. არ შეისხუროთ საშუალება პირდაპირ სახეში, რათა თვალისა და პირის ლორწოვანით არ მოხდეს ქიმიკატების ორგანიზმში მოხვედრა. კარგად ჩამოიბანეთ მწერების საწინააღმდეგო სშუალება კანიდან.
უსაფრთხო
ანტიბიოტიკი
ანტიბიოტიკები ფრთხილად უნდა შეირჩეს. ზოგიერთი ანტიბიოტიკის მიღება ნორმალურია ორსულობის დროს, ზოგი კი არა. უსაფრთხოება დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის ანტიბიოტიკის ტიპზე, რა გავლენა შეიძლება იქონიოს თქვენს ორსულობაზე. ზოგადად უსაფრთხოდ ითვლება ორსულობის პერიოდში: პენიცილინები, ამოქსიცილინის, ამპიცილინის ჩათვლით. ცეფალოსპორინები, ცეფაქლორი, ცეფალექსინი,ერითრომიცინი,კლინდამიცინი. თუ ანტიბიოტიკი საუკეთესო საშუალებაა თქვენი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ყველაზე უსაფრთხო ანტიბიოტიკს თქვენის მდომარეობის მიხედვით
სარისკო