ვიზიტზე ჩაწერა

კვება და ნუტრიცია

გასახდომი აბები

გასახდომი აბების მიღება ორსულობისას კატეგორიულად აკრძალულია, რადგან ის ვნებს ნაყოფის განვითერებას და შესაძლოა გამოიწვიოს სპონტანური აბორტი. წონაში კლება ორსულობისას არ შეიძლება რადგან ამ დროს ნაყოფს არ მიეწოდება აუცილებელი ნუტრიენტები და მიკროელემენტები, თქვენი ორგანიზმი კი უკიდურესად იფიტება რამაც შეიძლება ჯანმრთელობის გრძელვადიანი დაზიანება გამოიწვიოს

არ არის უსაფრთხო

ალკოჰოლი

ალკოჰოლის მიღება ორსულობისას დაკვაშირებულია ნაყოფის განვითერების შეფერხებასთან რომელიც გრძელდება დაბადების შემდგომ. ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი ასოცირებულია ბავშვის გონებრივი განვითარების შემფერხებასთან. აუცილებელია შეწყვიტოთ ალკოჰოლოს მიღება მაშინვე როგორცკი შეიტყობთ ორსულობის შესახებ. ალკოჰოლის მცირედი დოზაც კი უცანობია რა გავლენას ავლენს ნაყოფის განვითარებაზე.

არ არის უსაფრთხო

ვეგეტარიანული დიეტა

ვეგეტარიული კვება უსაფრთხოა თქვენი ორსულობისთვის.თქვენ შეიძლება იყოთ ორსული ვეგეტარიანელი და მაინც მიიღოთ ყველა საჭირო ცილა, ვიტამინი, მინერალი და სხვა საკვები ნივთიერებები. მიირთვით სხვადასხვა სახის ჯანსაღი ხილი, ბოსტნეულო, პარკოსნები.

სარისკო

ვეგანური დიეტა

ვეგანური კვება უსაფრთხოა, თუ იღებთ ნუტრიენტებს, როგორიცაა ცილები, კალციუმი, რკინა, ფოლიუმი და ვიტამინები. ყველა ეს კომპონენტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი ნაყოფის ზრდისთვის

სარისკო

ძეხვეული და ხორცპროდუქტი

ორსული ქალი უნდა მოერიდოს შებოლილი ხორცის ჭამას, რადგან ისინი სრულად არ არის მოხარშული ან თერმულად დამუშავებული. ხორცის გაშრობა“შებოლვა“ მხოლოდ ამცირებს ბაქტერიული დაბინძურების შანსს, მაგრამ არ გამორიცხავს მას.

სარისკო

სუში

უმი თევზის შემცველი სუში როლები საშიშა ორსულისთვის რადგან შესაძლებელია თევზში მცხოვრები მიკროორგანიზმებით ინფიცირება. თუ ძალიან გსურთ სუში მიიღეთ თერმულად დამუშავებული როლები ან როლები რომლებიც შეიცავენ თერმულად დამუშავებულ თევზს

სარისკო

თაფლი

თაფლს არის უნიკალური პროდუქტი, რომელსაც ქმნიან ფუტკრები და შეიცავს მრავალფეროვან სასარგებლო თვისებებს აქვს მრავალი სასარგებელო თვისება. თაფლი ამცირებს გულისრევას და შესაძლოა ღებინებასაც მაგრამ ამავე დროს ეს ძლიერი ალერგენია, თუ თაფლზე ალერგიული რეაქცია გქონდათ, მოერიდეთ მის მიღებას

სარისკო

გაზიანი სასმელი

რამდენიმე ყლუპი გაზიანი სასმელი ორსულობისას არ გავნებთ, თუმცა მისი მიღება დიდი რაოდენობით რეკომენდებული არ არის. კვლევებით დგინდება რომ ხელოვნური დამატკბობელისა და კოფეინის შემცველი სასმელები ასოცირებულია ნაყოფის ზრდაშ შეფერხებასთან და ნაადრევ მშობიარობასთან.

სარისკო

შოკოლადი

შოკოლადი არის უსაფრთხო ორსული ქალებისათვის - ზომიერად.არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომ ორსულობის დროს შოკოლადის მიღებამ შეიძლება შეამციროს პრეეკლამფსიის რისკი.თუ ჭარბი წონა გაქვთ ან შაქრიანი დიაბეტი მაშინ შოკოლადი უკუჩვენებაა თქვენთვის.

სარისკო

კოფეინი

ორსული ქალისთვის კოფეინის დღიური დოზა 150 მგ-ა. უფრო მეტი კოფეინის მიღება ასოცირებულია ნაყოფის ზრდაშ შეფერხებასა და ნაადრევ მშობიარობასთან.

სარისკო

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">