- შინ ზრუნვა — გაგუას კლინიკის ახალი მომსახურება
- გაგუას მშობელთა აკადემია იწყება
- გაიცანით თქვენი პატარა დაბადებამდე და შეინახეთ ეს მომენტი სამუდამოდ.
- ვიზიტის საფასურის ონლაინ გადახდა
- საგაზაფხულო აქციას — 25%-იან ფასდაკლებას წონის კლების სადიაგნოსტიკო პაკეტებზე
- KTQ_ის საერთაშორისო აკრედიტაცია!
- ორსულობის დაგეგმვის Check-Up პაკეტი
- გაგუას კლინიკის ამბულატორიულ ფილიალში ,ანტენატალური მეთვალყურეობის შიდა პროგრამა ამოქმედდა
- მშობიარობა VIP პალატაში
- გაგუას კლინიკის ამბულატორიამ პაციენტების მიღება დაიწყო !
- გილოცავთ ახალ წელს!
- მნიშვნელოვანი სიახლე გაგუას კლინიკის ინ ვიტრო განყოფილებაში! Time lapse ინოვაციური ემბრიოსკოპი !
- გაგუას კლინიკამ საერთაშორისო აკრედიტაცია კიდევ ერთხელ მოიპოვა
- პლასტიკური ქირურგია გაგუას კლინიკაში
- ? IN VITRO განყოფილება გაგუას კლინიკაში
- გაგუას კლინიკის IN VITRO განყოფილებას ესპანელი ემბრიოლოგი ხორდან გარსია შემოუერთდა
- სიახლე გაგუას კლინიკის GOLD ბარათის მფლობეთათვის
- ლაპარასკოპიული ოპერაციები ოთხის ნაცვლად ერთი მცირედი განაკვეთით
- გაგუას კლინიკის საჩუქარი რესპუბლიკურ საავადმყოფოს
- ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი გაგუას კლინიკაში
- გაგუას კლინიკის პაციენტების საყურადღებოდ ❗️
- გაგუას კლინიკამ საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა
- გაგუას კლინიკის გუნდის სამუშაო შეხვედრა ქ.ბორჯომში
- გაგუას კლინიკა გამარჯვებული ნომინაციაში ლიდერი
- მობილური აპლიკაცია პაციენტებისთვის
- თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გაგუას კლინიკაში
- იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სტუმრად გაგუას კლინიკაში
- ?? გაგუას კლინიკის პაციენტების საყურადღებოდ ❗❗
შინ ზრუნვა — გაგუას კლინიკის ახალი მომსახურება

პირველად საქართველოში — შინ ზრუნვა გაგუას კლინიკისგან 💛
გაგუას კლინიკაში დედასა და ახალშობილზე ზრუნვა სამშობიაროდან გაწერის შემდეგაც გრძელდება.
ჩვენს პაციენტებს ვთავაზობთ ახალ, სრულიად უფასო მომსახურებას — ექთნის ვიზიტს სახლში მშობიარობის შემდეგ. კლინიკიდან გაწერიდან 3–5 დღის განმავლობაში, ჩვენი ექთანი გესტუმრებათ სახლში და დაგეხმარებათ დედისა და ახალშობილისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირველი დღეების მშვიდად და უსაფრთხოდ გავლაში.
რას მოიცავს ექთნის ვიზიტი სახლში?
ვიზიტის ფარგლებში მიიღებთ:
- 👶 პრაქტიკულ დახმარებას ახალშობილის მოვლაში — ყოველდღიურ მოვლასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებსა და საჭირო რჩევებს;
- 🌿 მშობიარობის შემდგომი მოვლის შესახებ კონსულტაციას — რეკომენდაციებს დედის აღდგენისა და მშობიარობის შემდგომი პერიოდის სწორად მართვისთვის;
- 💬 პასუხებს თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე — შესაძლებლობას, ექთანთან განიხილოთ ის საკითხები, რომლებიც ახალშობილის სახლში მიყვანის შემდეგ პირველ დღეებში ჩნდება.
ვინ სარგებლობს მომსახურებით?
შინ ზრუნვის მომსახურება ხელმისაწვდომია გაგუას კლინიკის სამშობიაროს პაციენტებისთვის და სრულიად უფასოა.
ჩვენი მიზანია, დედამ და ახალშობილმა კლინიკიდან სახლში დაბრუნების შემდეგაც იგრძნონ პროფესიონალური მხარდაჭერა და ახალი ცხოვრების პირველი დღეები მაქსიმალურად მშვიდ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში გაატარონ.
გაგუას კლინიკა — ზრუნვა, რომელიც სახლში გრძელდება. 💚