Book appointment

შინ ზრუნვა — გაგუას კლინიკის ახალი მომსახურება

2026-08-19 10:41:22

პირველად საქართველოში — შინ ზრუნვა გაგუას კლინიკისგან 💛

გაგუას კლინიკაში დედასა და ახალშობილზე ზრუნვა სამშობიაროდან გაწერის შემდეგაც გრძელდება.

ჩვენს პაციენტებს ვთავაზობთ ახალ, სრულიად უფასო მომსახურებას — ექთნის ვიზიტს სახლში მშობიარობის შემდეგ. კლინიკიდან გაწერიდან 3–5 დღის განმავლობაში, ჩვენი ექთანი გესტუმრებათ სახლში და დაგეხმარებათ დედისა და ახალშობილისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირველი დღეების მშვიდად და უსაფრთხოდ გავლაში.

რას მოიცავს ექთნის ვიზიტი სახლში?

ვიზიტის ფარგლებში მიიღებთ:

  • 👶 პრაქტიკულ დახმარებას ახალშობილის მოვლაში — ყოველდღიურ მოვლასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებსა და საჭირო რჩევებს;
  • 🌿 მშობიარობის შემდგომი მოვლის შესახებ კონსულტაციას — რეკომენდაციებს დედის აღდგენისა და მშობიარობის შემდგომი პერიოდის სწორად მართვისთვის;
  • 💬 პასუხებს თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე — შესაძლებლობას, ექთანთან განიხილოთ ის საკითხები, რომლებიც ახალშობილის სახლში მიყვანის შემდეგ პირველ დღეებში ჩნდება.

ვინ სარგებლობს მომსახურებით?

შინ ზრუნვის მომსახურება ხელმისაწვდომია გაგუას კლინიკის სამშობიაროს პაციენტებისთვის და სრულიად უფასოა.

ჩვენი მიზანია, დედამ და ახალშობილმა კლინიკიდან სახლში დაბრუნების შემდეგაც იგრძნონ პროფესიონალური მხარდაჭერა და ახალი ცხოვრების პირველი დღეები მაქსიმალურად მშვიდ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში გაატარონ.

გაგუას კლინიკა — ზრუნვა, რომელიც სახლში გრძელდება. 💚

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">