ორსულობამდე
უშვილობის გამომწვევი მიზეზები
ქალის უშვილობის გამომწვევი მიზეზი შიძლება იყოს სხვადასხვა ენდოკრინული ანუ ჰორმონული დარღვევით გამოწვეული ცვლილებები, სასქესო ორგანოების ანატომიური თუ ფუნქციური პათოლოგია (ფალოპის მილების გამავლობის დარღვევა ან მათი ფუნქციური მდგომარეობის შეცვლა,
საშვილოსონოს განვითარების ანომალიის სხვადასხვა სახე). ქალის ორგანიზმში ჰორმონული ცვლის (მეტაბოლური ცვლის) ამა თუ იმ დარღვევის შედეგად მწყობრიდან გამოდის
შვილოსნობისათვის
ერთ ერთი ყველზე აუცილებელი რგოლი - ოვულაციის პროცესი.
ოვულაცია განაყოფიერებისათვის ვარგისი კვერცხუჯრედის მომწიფების
და საკვერცხიდან მის გამოთავისუფლებას ნიშნავს. კვერცხუჯრედთან სპემატოზოიდის შერწყმა ანუ განაყოფიერების პროცესი სწორედ ფალოპის ანუ კვერცხსავა მილებში ხდება, ამიტომ უცილებელია მათი შეუფერხებელი გამავლობა და ნორმალური ფუნქციონირება. ასევე მნიშვნელოვანია ანატომიურად და ფუნქციურად ნორმალური
საშვილოსნო, სადაც განაყოფიერებულმა კვერცხუჯრედმა ანუ
ემბრიონმა უნდა დაიდოს ბინა და გამოიზარდოს.
აღსანიშნავია სხადასხვა იმუნოლოგიური ფაქტორით გამოწვეული უშვილობის ესა თუ ის სახე.
უშვილობის შემთხვევათა დაახლოებით 35 % მამაკაცის ფაქტორით არის გამოწვეული.
არსებობს აგრეთვე უცნობი გენეზის ანუ იდიოპათიური უშვილობა, როდესაც წყვილის საკმაოდ საფუძვლიანი კვლევის შემდეგაც კი უშვილობის მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.
უშვილობასთან მიმართებაში ასევე უნდა აღინიშნოს სტრესის ფაქტორი.
ადამიანის შვილოსნობისთვის აუცილებელია ყველა რგოლის შეთანხმებული ქმედება, რომელსაც აკონტროლებს თავის ტვინის უმაღლესი ცენტრი - ჰიპოთალამუსი. სწორედ ეს ცენტრი აღიქვამს ყველაზე მტკივნეულად იმ სტრესულ მდგომარეობას,
რომელშიც იმყოფება წყვილი ყოველი მოსალოდნელი, მაგრამ არდამდგარი ორსულობის შემდეგ. შესაბამისად, წყობიდან გამოდის ენდოკრინული სისტემის მარეგულირებელი მექანიზმები და შედეგად უკვე არსებულ ფსიქოგენურ პრობლემებს, ორგანული ან ფუნქციური დარღვევებიც ემატება.
ჩვენს კლინიკაში ყველა სახის გამოკვლევა ტარდება უშვილობის მიზეზის დასადგენად და მკურნალობის ყველა მეთოდია დანერგილი ამ მიზეზების აღმოსაფხვრლად. ამის საშუალებას იძლევა ულტრათანამედროვე სამედიცინო
აპარატურა და ლაბორატორია. ჩვენთან დაორსულებუილი ქალი ორსულობის მონიტორინგს მსოფლიოს წამყვან კლინიკებში აპრობირებული პროტოკოლებით გაივლის ორსულობის პირველი დღეებიდან ჩვილის სახლში წაყვანამდე.