სილამაზე
ელექტრო ეპილაცია
ელექტროლიზის პროცედურა უკვე 100 წელია რაც არსებობს და იგი ორსულობისას ურაყოფით შედეგებთან ასოცირებული არ არის, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ორსულობაში ამოსული ჭარბი თმა გაქრება მშობიარობის შემდგომ. ელექტროლიზის გამოყენება ძუძზე რეკომენდებული არ არის, რადგან ეს პროცედურა მტკივნეულია და თუ გეგმავთ ძუძუთი კვებას ეს დამატებით დიკომფორტს შეგიქმნით.
სარისკო
ფრჩხილების დაგრძელება აკრილით
აკრილის ფრჩხილების გაკეთება დაკავშირებულია მკვეთრ სუნთან და ორთქლთან, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს სასუნთქ სისტემაზე. მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ ოთახის ვენტილაციას.ჯანდაცვის ექსპერტებს აქვთ უკიდურესად ერთსულოვანი პოზიცია:მასალები მიიჩნევა სახიფათოდ მომავალი დედის ჯანმრთელობისთვის და ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფის განვითარებას
სარისკო
კანის მოვლა ორსულობის დროს
გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი კანის მოვლის თუ ჰიგიენის პროდუიქტი რომელსაც იყენებთ ორსულობაში, მცირე რაოდენობით ხვდება თქვენს სისხლში და თქვენი სისხლიდან, თქვენს პატარასთან. აუცილებელია კარგად წაიკითხოთ პროდუქციის შემადგენლობა და თავი აარიდოთ რეტინოიდებს ანუ ვიტამინ A- პროდუქტებს აგრეთვე სალიცილის მჯავას და მის დერივატებს 2%-ზე მაღალი კონცენტრაციით.
სარისკო
ცხელი აბაზანა
შხაპის მიღება ორსულობაში უსაფრთხოა თუ წყლის ტემპერატურა 40გრადუსზე მეტი არ არის,რადგან აზიანებენ ნაყოფის უჯრედებს.სანამ მიიღებთ აბაზანას შეამოწმეთ წყლის ტემერატურა იდაყვით.თქვენს სხეულს შეუძლია შეიცვალოს ტემპერატურა და გაცივდეს, ხოლო ნაყოფი სითბოს ადვილად გრძნობს.შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეთი და აბაზანის ქაფი,ეს უსაფრთხოა და არ ახდენს ზეგავლენას ნაყოფზე
სარისკო
სოლარიუმი და ავტორუჯი
ზოგადად უსაფრთხოდ მიიჩნევა ორსულობის დროს გასარუჯი კრემებისა და ლოსიონების გამოყენება, მაგრამ უმჯობესია თუ არ გამოიყენებთ ტანის სპრეებს, რადგან სპრეის კანზე შეწოვის შედეგები ცნობილი არ არის. ავტო- რუჯის აქტიური ინგრედიენტია დიჰიდროქსიაცეტონი (DHA). ეს არის არატოქსიკური ნივთიერება, რომელიც რეაგირებს კანის გარე შრის უჯრედებთან და წარმოქმნის ყავისფერ პიგმენტს (ფერს)არსებობს მოსაზრება, რომ გასარუჯ ლოსიონებს შეიძლება ჰქონდეთ ალერგიული რეაქცია. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ჰორმონალური დონის ცვლილებებით, კანი უფრო მგრძნობიარე გახდეს, ვიდრე ნორმალური. თუ იყენებთ ავტო რუჯს, ყოველთვის შეამოწმეთ პროდუქტი კანის მცირე ფართობზე, რომ ნახოთ რეაქცია გაქვთ თუ არა.
სარისკო
ტალახის აბაზანები და სპა პროცედურები
სასურველია სპა პროცედურები სიფირთხილით ამოარჩიოთ რათა თავიდან აირიდოთ დისკომფორტი ან ტკივილი. პროცედურები რომლებიც მაღლა წევს სხეულის ტემპერატურას როგორიც არის ორთქლის აბაზანები, საუნა და ცხელი წყლის აბაზანები რეკომენდებული არ არის რადგან ასოცირებულია სპონტანურ აბორტთან და ნაყოფის ნერვული მილის ანომალიებთან. წყალმცენარეებით შეფუთვა და ტალახის აბაზენები ასევე რეკომენდებული არ არის რადგან თქვენი კანი ორსულობისას განსაკუთრებით მგრძნობიარეა სხვადასხვა გამღიზიანებლების მიმართ.
სარისკო
მხედველობის ლაზერული კორექცია
ჩასახვიდან მშობიარობამდე პერიოდი არ არის ლაზერული კორექციის საუკეთესო დრო.ეს პროცედურა შეიძლება საშიში იყოს როგორც თქვენთვის ასევე ნაყოფისთვისაც.თქვენი მხედველობა შეიძლება შეიცვალოს როგორც უკეთესობისკენ აგრეთვე უარესობისკენაც. ასე რომ არ იჩქაროთ ოპერაცია, დაელოდეთ მშობიარობას და ლაქტაციის პერიოდის დასრულებას.
სარისკო
კბილების გათეთრება
დღესდღეისობით ზუსტი ინფორმაცია კბილების გათეთრების უსაფრთხოებაზე არ არსებობს. ამ პროცედურისას გამოიყენება ნივთიერება კარბამიდ პეროქსიდი რომელიც წყალთან ურთიერთქმედებისას გარდაიქმენბა წყალბადის ზეჟანგად. ეს რეაქცია შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს თქვენი ღრძილებისთვის რომელთა მგრძლობელობაც მომატებულია ორსულობის ფონზე. ამ პროცედურის ჩატარება აბსოლიტურად უსაფრთხოა არათუ ორსულობის არამედ ძუძუთი კვების დასრულების შემდეგ.
არ არის უსაფრთხო
ტატუ
ორსულობისას ტატუს გაკეთება არცთუ ისე კარგი იდეაა. ამ დროს მაღალია B ან C ჰეპატიტით, HIV -შიდსის ვირუსით ინფიცირებისრიკი. აგრეთვე უცნობიაიმ საღებავების კონკრეტული შემადგენლობა რომლის შეშვებაც კანქვეშ ხდება. საღებავში უმცირესი რაოდენობითაც კი არსებულმა ტოქსიკურმა ნივთიერებამ შეიძლება შეუქცევადი ცვლილებები გამოიწვიოს თქვენი ბავშვის ჯანმრთელობაში. ტატუს გაკეთება ვიზუალური ასპექტიტაც არ არის სასურველი რადგან ორსულობისას შეცვლილია კანის თავისებურება, შესაძლოა ფერი არ გამოვიდეს ისეთი როგორიც თქვენ გსურდათ. წონაში მატების და მუცლის ზრდის გამო შესაძლებელია ნახატი გაიწელოს და დაირღვეს ვიზუალური მთლიანობა. უკვე არსებული ტატუ არ უქმნის პრობლემას თქვენი ბავშვის ჯანმრთელობას, თუმცა მას განსაკუთრებული მოვლა ჭირდება კერძოდ დღეშ ორჯერ დატენიანება რათა არ შეიცვალოს ფერი და ფორმა ორსულობისას.
სარისკო