Request appointment

ძილი

ხვრინვა

ორსული ქალების 8% -ს აწუხებს ხვრინვა პირველ სემესტრში. ხოლო 21%-ს მსესამე ტრიმესტრში. ხვრინვა შესაძლოა საშიშ აღმოჩნდეს იმ შემთხვევაში თუ გაწუხებთ ძილის აპნოე, ანუ სუნთქვის უეცარი ხანმოკლე შეჩერება. ამ დროს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება თქვენს ტვინს და ნაყოფს. თუ მსგავსი რამ შეგინიშნავთ ჯობია კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

სარისკო

ძილის დროს ზურზე წოლა

ორსულობისას ზურგზე წოლა არ წარმოადგენს პრობლემას პირველი ტრიმესტრის განმავლობაში. საშვილოსნოს ზომაში მატებასთან ერთად ზურგზე წოლისას აწვება ქვედა ღრუ ვენას. ამ სისხლძაღვს ქვედა კიდურებიდან სისხლი მიაქვს გულისკენ. დარღვეული სისხლის მომოქცევის გამო, ზურგზე წოლისას შეიძლება იგრძნოთ თავბრუსხვევა, შესაძლოა შეფერხდეს სისხლის მიწოდება ნაყოფთან. ნუ არელდებით თუ გვერდზე დაწოლილმა დაიძინეთ და ზურგზე გაგეღვიძათ, უბრალოდ შეიცვალეთ პოზიცია და განაგრძეთ ძილი. არ არის რეკომენდებული ამ პოზაში ხანგრძლივად ყოფნა.

სარისკო

ინსომნია

არის თუ არა საშიში დედის ინსომნია ნაყოფისთვის? დედისა და ნაყოფის ძილის ფაზები ერთმანეთს არ ემთხვევა. დედის უძილობა პატარას ძილლს ხელს არ უშლის, რადგან მას იცავს კუნთოვანი შრე და ამნიონური სითხე. დედის გულისცემის ხმა ახშობს გარეგან ხმაურს. დედისთვის უძილობა არასასურველია რადგან საკმარისი ძილის გარეშე ირღვევა კონცენტრაციის უნარი და იზრდება ტრავმების ალბათობა. გადაღლილობა სახიფათოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.

სარისკო

ელექტრო საბანი

ელექტრო საბნის უსაფრთხოება სრულად არ არის შესწავლილი, ელექტრომაგნიტური ველი ასოცირებულია თვითნებით აბორტებთან და თანდაყოლილ ანომალიებთან. რადგან ელექტრო საბნები მხოლოდ სუსტ ველს ქმნიან უცნობია რამდენად ახდენენ ისინი გავლენას ნაყოფის განვითარებასა და ორსულობის პროგრესირებაზე. ამიტომ უმჯობესია მათი გამოყენებისგან თავი შეიკაოთ. თუ მაინც გადაწყვეტთ საბნის გამოყენებას აუცილებელია გადახურებისგან თავი შეიკაოთ რადგან 40 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა ვნებს ნაყოფს.

სარისკო

ძილის დროს მუცელზე წოლა

ორსულობის დროს მუცელზე ძილი ნორმალურია.როდესაც მუცელი და მკერდი გაგეზრდებათ ნაკლებად სავარაუდოა ამ მდგომარეობაში კომფორტულად დაძინება შეძლოთ.თუ მუცელზე გძინავთ და გინდათ გააგრძელოთ, სცადეთ გამოიყენოთ დონატის ფორმის ბალიში.ზოგიერთ ქალს ეს საშუალებას აძლევს მეორე ტრიმესტრში უკეთ შესძლონ მუცელზე ძილი.

უსაფრთხო

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">