არის თუ არა უსაფრთხო?სექსი
სექსი ორსულობის შემდგომ
არ არსებობს კატეგორიული მოთხოვნა იმის შესახებ თუ რამდენი ხანი არ შეიძლება გქონდეთ სექსი. თუმცა ექიმების უმრავლესობა მშობიარეობიდან 4-6 კვირა გირჩევთ თავის შეკავებას. ეს პერიოდი სჭრდება ორგანიზმს მშობიარობის შემდგომ ნორმაშ დასაბრუნებლად და ძალების აღსადგენად.
მთავარია თქვენი სურვილი და კომფორტი. მშობიარობის შემდგომ მენჯის ფსკერის კუნთები მოდუნებულია, რამაც შესაძლოა შეგრძნებების დაქვეითება გამოიწვიოს. კუნთების ტონუსის მოსამატებლად რეკომენდირებულია კეგელის ვარჟიში, ეს ვარჟიშ საეხმარება თქვენს ორგანიზმს სწრაფად დაუბრუნდეს მშობიარობამდელ მდგომარეობას.
ახალშობილის მოვლით გამოწვეულმა სტერესმა შესაძლოა გამოიწვიოს სექსუალური სურვილის დაქვეითება დედობის პირველ დღეებში. სიყვარულის, ზრუნვის და ინტიმური გრძნობების გამოსახატად სულაც არ არის აუცილებელი სქესობრივი კონტაქტი. სასურველია იქონიოთ ღია კომუნიკაცია პარტნიორთან თქვენი შეგრძნებებისა და სურვილების შესახებ.
თუ თქვენი დაღლილობა, გაღიზიანებადობა და უხასიათობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაშ გრძელდება შესაძლოა მშობიარობის შემდგომი დეპრესია (ბლუზი) გაწუხებთ და სასურველია მიმართოთ ფსიქოლოგს.
უსაფრთხო
როდის უნდა შეწყვიტოთ სქესობრივი კონტაქტი ორსულობისას?
ძუძუს სტიმულაციამ, ქალის ორგაზმმა და სპერმაში შემავალმა ჰორმონმა პროსტაგლანდინმა, შესაძლოა გამოიწვიოს საშვილოსნოს შეკუმშვა. ამიტომ გარკვეულ შემთხვევებშ შესაძლოა თქვენმა ექიმმა გირჩიოთ სქესობრივი კონტაქტისგან თავის შეკავება. გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაცია მოიცავს ნებისმიერ აქტივობას რაც აღგზნებასა და ორგაზმთან არის დაკავშირებული.
ეს შემთხვევებია:
- სისხლიანი გამონადენი საშოდან
- სანაყოფე სითხის დაღვრა
- საშვილოსნოს ყელის უკმარისობა(ყელი იხსნება დროულ ვადაზე ადრე)
- პლაცენტა ნაწილობრივ ან მთლიანად ფარავს საშვილოსნოს ყელს (პლაცენტის წინმდებარეობა, Placenta Previa)
- თუ გქონიათ ნაადრევი მშობიარობა
- თუ მრავალნაყოფიანი ორსულობა გაქვთ (ტყუპები)
სარისკო