მგზავრობა
მოგზაურობა „მესამე მსოფლიოს ქვეყნებში "
ორსულობისას მოგზაურობის კარგი დროა მეორე ტრიმესტრი, მაგრამ „მესამე მსოფლიოს ქვეყნებში " მოგზაურობა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებით ისეთ დაავადებებთან როგოიც არის მალარია და ჰეპატიტი. ამ ქვეყნებში მოგზაურობისას შესაძ₾ოა დაგჭირდეთ ვაქცინაცია, რომელთა ნაწილიც არ არის ნება დართული ორსულობისას. ვაქცინაცია ვერ დაგიცავთ დიარეისგან რომლითაც მოგზაურთა 60% იტანჯება და საკმაოდ საშიში შეიძლება იყოს ორსულობისას. კარგი იდეა იქნება თუ გადადებთ ამ ქვეყნებში მოგზაურობას ლოგინობის ხანის დასრულებამდე.
სარისკო
უსაფრთხოების ღვედი
უსაფრთხოების ღვედის ტარება აუცილოებელია ორსულობისას. გაითვალისწინეთ რომ ღვედი არ უნდა გადაიჭიროთ მუცელზე, ის კომფორტულად მოირგეთ მენჯზე, ორსული მუცლის ქვემოთ. აუცილებელია მანქანაში ჩართული გქონდეთ უსაფრთხოების ბალიშები. თუ თქვენს ავტომობილზე შესაძლებელია საჭის რეგულირება, სასურველია ის მაქსიმალურად მღლა დააყენოთ, ისე რომ არ ეხებოდეს მუცელს და უსაფრთხოების ბალიშის გახსნის შემთხვევაში დარტყმა მოხვდეს გულმკერდზე
უსაფრთხო
ვაქცინაცია მოგზაურობის დროს
სანამ მოგზაურობას დაგეგმავთ დააზუსტეთ იტხოვს თუ არა თქვნთვის სასურველი ქვეყანა ვაქციანაციას ტურისტებისთვის. ცოცხალი ვირუსით შექმნილი ვაქცინები როგორიცაა: ჩუტყვავილას (ვარიცელას), წითელას, წითურას, ყბაყურას და ყვითელი ცხელების ვაქცინები. A და B ჰეპატიტის, ტეტანუსის ვაქცინა შედარებით უსაფრთხოა ორსულობისას.
სარისკო
მარტო მოგზაურობა
მარტო მოგზაურობამდე სასურველია დაადგინოთ რა დაავადებებია ხშირი თქვენი დანიშნულების ადგილას, მოიძიეთ კარგი სამედიცინო ცენტრი და მზად იყავით ენობრივი ბარიერის დასაძლევად. ძალიან ცხელ კლიმატში მარტო მოგზაურობა განსაკუთრებით საჰარას უდაბნოშ არ არის რეკომენდებული ორსული ქალისთვის. მარტო მოგზაურობა შესაძლოა უნიკალურ გამოცდილებად იქცეს თქვენთვის რადგან საშუალება გექნებათ მარტო აღმოჩნდეთ თქვენს პატარასთან ერთად. თუმცა აუცილებელია სიფრთხილით მოეკიდოთ თქვენს ჯანმრთელობას.
სარისკო