ორსულებისთვის
ტკივილი ოვულაციის დროს, ნორმა თუ პათოლოგია?
ტკივილი ოვულაციის დროს, ნორმაა თუ პათოლოგია?
მტკივნეული ოვულაცია
ხშირად ქალებს ოვულაციის დროს აქვთ ტკივილი მენჯისა და მუცლის ქვედა არეში. ოვულაცია ხდება დაახლოებით მენსტრუაციული ციკლის შუაში.
ტკივილი შესაძლოა იყოს მსუბუქი ან ძლიერი ხასიათის და რამდენიმე საათს შეიძლება გაგრძელდეს. ოვულაციის დროს ტკივილი მუცლის ან მენჯის ერთ მხარეს არის გამოხატული ერთი ციკლის განმავლობაში, დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი საკვერცხე გამოიმუშავებს კვერცხუჯრედს. ზოგიერთ შემთხვევაში ამ დროს შეიძლება იყოს მცირე სისხლაინი გამონადენი საშოდან. ამასთან, ზოგიერთ ქალს ვისაც ძლიერი ტკივილი აქვთ შეიძლება თან ახლდეს გულისრევაც.
ვის აქვს მტკივნეული ოვულაცია?
ქალების უმეტესობა არასოდეს არ ექნებათ ამ სახის ტკივილი, სხვანი კი განიცდიან ციკლის შუა ტკივილს ყოველ თვიურად და ამით შეუძლიათ განსაზღვრონ რომ მათ ორგანიზმში მიმდინარეობს ოვულაცია.
რა იწვევს მტკივნეულ ოვულაციას?
როდესაც კვერცხუჯრედი წარმოიქმნება საკვერცხეში, იგი გარშემორტყმულია ფოლიკულური სითხით. ოვულაციის განმავლობაში კვერცხუჯრედი, სითხე და ასევე მცირე ოდენობით სისხლი გამონთავისუფლდება საკვერცხიდან. ტკივილის ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ არის თეორია ასეთი, რომ გამონთავისუფლებული სითხე და სისხლი აღიზიანებს მუცლის პერიტონეუმს და ეს იწვევს ტკივილს.
როგორ ვუმკურნალოთ მტივნეულ ოვულაციას?
ტკივილი ოვულაციის დროს ჩვეულებრივ 24 საათის განმავლობაში თავისით გაივლის ხოლმე, ამიტომ სპეციფიური მკურნალობა არ არის საჭირო. ტკივილის მოსახსნელად, სიმპტომური მკურნალობისათვის კარგად მოქმედებენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები. თბილი საფენის მიდება მტკივნეულ ადგილას ან წხელი შხაპის მიღება ასევე დაგეხმარებათ დისკომფორტის შემცირებაში. ქალებმა, რომლებსაც აქვთ გამოხატული ძლიერი ტკივილი შეიძლება მიიღონ კოკები (კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები), რაც მოხსნის ოვულაციას და შესაბამისად ტკივილსაც.
შეგვიძლია თუ არა ოვულაციური ტკივილის პრევენცია?
კოკების მიღება და შედეგად ოვულაციის მოხსნა არის ერთადერთი გზა ტკივილის პრევენციისათვის.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს ოვულაციური ტკივილის დროს?
მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე:
- ცხელება
- ტკივილი მოშარდვის დროს
- შეწითლება და წვის შეგრნება იმ მხარეს სადაც გამოხატულია ტკივილი.
- ღებინება
- როდესაც ტკივილი გრძელდება 24 საათზე მეტ ხანს.