ორსულებისთვის
სისხლის საერთო ანალიზი
ანალიზის დროს განისაზღვრება სისხლის ყველა უჯრედის რაოდენობრივი და თვისობრივი პარამეტრები.
ანალიზი ტარდება ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს მინიმუმ 3-ჯერ:
- ორსულობის გინეკოლოგიურ 12 კვირამდე
- ორსულობის გინეკოლოგიურ 18-24 კვირას
- ორსულობის გინეკოლოგიურ 30-32 კვირას
მშობიარობამდე - ორსულობის გინეკოლოგიურ 36 კვირისთვის - შესაძლოა მხოლოდ ჰემოგლობინის მაჩვენებელი განისაზღვროს.
სისხლის საეთო ანალიზი საშუალებას აძლევს ექიმებს შეაფასონ ორგანიზმის საერთო მდგომარეობა: ორგანიზმში მიმდინარე დარღვევების დროს ყველაზე პირველი (სიმპტომების გამოჩენამდე) იცვლება სწორედ ამ ანალიზის მაჩვენებლები, ასევე ამ ანალიზით კომპლექსურად ჩანს არა რომელიმე ერთი სისტემის, არამედ მთელი ორგანიზმის მდგომარეობა