ორსულებისთვის
რა შემთხვევაში მიმართავენ აბდომინოპლასტიკას? – მუცლის პლასტიკური ქირურგია „გაგუას კლინიკაში“
დიეტის, ვარჯიშის თუ ბარიატრიული ოპერაციის საშუალებით სხეულის ფორმის სრულყოფის შემდეგაც კი ხშირია შემთხვევა, როცა მუცელი არასასურველ ფორმას ინარჩუნებს, ჩამოკიდებულია კანი.
მუცლის კორექციისთვის კი აბდომინოპლასტიკას ანუ მუცლის პლასტიკურ ქირურგიას მიმართავენ. გვესაუბრება „გაგუას კლინიკის“ პლასტიკური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნონა კიკორია:
- რა შემთხვევაში მიმართავენ აბდომინოპლასტიკას?
- ასაკთან ერთად ან ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ ჩნდება მუცლის წინა კედლის კან-ცხიმოვანი ფტოზი, ხდება მუცლის სწორი კუნთების აპონევროზის გადაჭიმვა, რაც ოპერაციის ჩვენებაა.
- რა ოპერაცია ტარდება ამ დროს?
- აბდომინოპლასტიკა არის კომპლექსური პლასტიკური ოპერაცია, რომელიც მიმართულია მუცლის ფორმისა და ზომის კორექტირებისაკენ. მუცლის კუნთების აპონევროზს კერავენ მუცლის წინა კედლის მშვენიერი რელიეფის შესაქმნელად, აშორებენ ფტოზირებულ კან-ცხიმოვან წინსაფარს.
- არის თუ არა საჭირო ოპერაციამდე რაიმე სახის კვლევების ჩატარება?
- აბდომინოპლასტიკის ოპერაციამდე, როგორც ნებისმიერი ქირურგიული მკურნალობისას, სავალდებულოა გამოკვლევები.
- როგორია ოპერაციის ხანგრძლივობა?
- ოპერაციის ხანგრძლივობა განისაზღვრება იმ ამოცანებით, რომლებიც დავისახეთ ოპერაციის წინ, მუცლის სწორი კუნთების დიასტაზის აღმოფხვრას, ჭიპის გადატანას, კან-ცხიმოვანი წინსაფრის კორექციას - შეიძლება ჯამში ორიდან ოთხ საათამდე დასჭირდეს.
- შედეგები როგორია - არის თუ არა მოსალოდნელი გართულება?
- ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის შემდეგ შესაძლებელია პოსტოპერაციული გართულებები, გამონაკლისი არც აბდომინოპლასტიკაა, ამიტომ აუცილებლად უნდა დაიცვათ ქირურგის რეკომენდაციები.
- პოსტოპერაციული პერიოდის შესახებ რას გვეტყვით - რამდენ ხანს უნდა იყოს პაციენტი სტაციონარში და ოპერაციის შემდეგ რა უნდა გაითვალისწინოს?
- ოპერაციის შემდეგ პაციენტი კლინიკაში რჩება 2-3 დღე. გაწერიდან ორი თვის განმავლობაში უნდა ატაროს კომპრესიული საცვალი და იმყოფებოდეს ქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ.
- მოგმართავენ თუ არა პაციენტები მშობიარობის შემდეგ?
- ცვლილებები, რომლებიც ახალგაზრდა პაციენტებში ვითარდება მშობიარობის შემდეგ მუცლისა და მკერდის არეში, პლასტიკურ ქირურგთან მიმართვის ჩვენებაა, ასეთი ვიზიტები საკმაოდ ხშირია.
კლინიკის ინსტაგრამ-გვერდია