ორსულებისთვის
ასპირინი და ორსულობა
ასპირინი ორსულობის პერიოდში
დაბალი დოზით ასპირინის მიღება, 60-100 მილიგრამამდე (მგ) დღეში - არ აღმოჩნდა საზიანო ორსულობის პერიოდში და ზოგჯერ რეკომენდებულია ორსულთათვის, ვინც ანამნეზში აღნიშნავს ორსულობის სპონტანურ შეწყვეტას, შედედების დარღვევის დაავადებებს და პრეეკლამფსიას.
ასპირინის გამოყენებას ასევე ჰქონდა დადებითი გავლენა ისეთი დააავადებების პრევენციაში როგორიცაა ნაყიოფის ზრდაში შეფერხების სინდრომი, ეკლამფსია და ასე შემდეგ.
ზოგჯერ ასპირინის მიღებას ორსულები პირველივე ანტენატალური ვიზიტიდან იწყებენ ანამნეზში არსებული პათოლოგიების გამო, ზოგჯერ კი მისი საჭიროება უფრო დიდ გესტაციურ ვადებზე ფიქსირდება, მაგალითად 16 კვირიდან,
ისევე როგორც ყველა სხვა პრეპარატი, ასპირინი ორსულობის დროს უნდა იყოს ექიმის მიერ დანიშნული სწორი დოზით და სწორ გესტაციურ კვირაზე.