ორსულებისთვის
ახალშობილის მოვლა
ახალშობილის დაბანა
სასურველია ახალშობილის ყოველდღიური დაბანა.კვირაში ერთხელ ახალშობილისთვის განკუთვნილი გელით ან საპნით წყლის ტემპერატურა 37,2 37,5 გრადუსი. დასაბანი ოთახის ტემპერატურა 25 გრადუსამდე. საფენის ქვეშა დაბანა დღეში რამდენჯერმეც კი ხდება საჭირო. დაბანა რეკომენდირებულია კვებამდე ან კვებიდან ერთ საათში .დაბანის შემდეგ სასურველია ახალშობილის კანი იყოს დატენიანებული. საღამოს აბაზანა უფრო სასიამოვნოა ძილის წინ.
ჭიპლარის მოვლა
ჭიპლარი უნდა იყოს სუფთა და მშრალი. მისი მოვარდნა დასაშვებელია მე10 დღემდე არ საჭიროებს სპეციალურ დამუშავებას. დასაშვებია მოვარდნის შემდეგ რამოდენიმე დღე სისხლიანი გამონადენი 2-3 დღე. (ასეთ შემთხვევაში დამუშავდეს ქლორჰექსიდინის ხსნარით)
ძუძუთი კვება
მეძუძური დედის კვება უნდა იყოს ჯანსაღი და ბალანსირებული, მას არ სჭირდება სპეციალური დიეტა. მეძუძურმა ქალმა უნდა მიიღოს ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები. მას სჭირდება 500 კალორიით მეტი და ასევე სითხე 2 ლიტრამდე, აქედან გამომდინარე მის კვების მენიუში უნდა შედიოდეს: ხორცი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები და ხილი.მოერდიეთ ცხარე, მჟავე და შებოლილ პროდუქტებს. ახალშობილი ბავშვის კვების რეჟიმი არის თავისუფალი, დღე-ღამეში ბავშვის ძუძუზე მოჭიდება უნდა განხორციელდეს მინიმუმ 10-12-ჯერ. პირველ დღეებში მელოგინეს აქვს ხსენი რომელიც რაოდენობრივად არის მცირე მაგრამ კალორიული, ის ძალიან ბევრ ცილას, ცხიმს და ანტისხეულს შეიცავს რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალშობილის იმუნიტეტის ფორმირებისათვის. ხსენის გადასვლა რძეში აქტიური წოვების ფონზე მე-3 მე-4 დღეს ხდება.
აუცილებელია ჯანმრთელი ახალშობილის ძუძუზე მოჭიდება მოხდეს ბლოკშივე დაბადების პირველ სზათებში. ძუძუს წოვების პროცესში ქალის ორგანიზმი გამოიმუშავებს ჰორმონოქსიტოცინს რომელიც საშვილოსნოს შეკუმშვას უწყობს ხელს ასევე ამცირებს სისხლდენის განვითარების რისკს. გარდა ამისა ძუძუთი კვებას მეძუძური დედისთვის აქვს ანტიდეპრესიული მოქმედებაც.დედის რძე ახალშობილისა და ჩვბილის საუკეთესო საკვებია ბავშვები რომლებიც იმყოფებიან ბუნებრივ კვებაზე იშვიათად ხდებიან ავად ამასთანავე კარგად ვითარდებიან.
მეტეორიზმი
მეტეირიზმი განპირობებულია ახალშობილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური უმწიფობით. ძირითადად იწყება 2 კვირის ასაკიდან, მისი პრევენციისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის სწორედ ძუძუთი კვება, ხოლო მისი არსებობის შემთხვევაში კი პირველადი დახმარება არის ფიზიკური მეთოდები-ცხელი წყლის აბაზანები, სითბო მუცელზე, მუცლის ნაზი მასაჟი წრიული მოძრაობით, ფეხების მიჭერა მუცელზე და სწრაფი გაშვება. უნივერსალური სამკურნალო საშუალება კოლიკების საწინააღმდეგოდ არ არსებობს ეს არის ინდივიდუალური დამხრაბე საშუალება, ფიზიკურ მეთოდებთან ერთად შეგიძლიათ გამოიყენოთ შესაბამისი მედიკამენტი ექიმის რეკომენდაციით.
ოთახის ტემპერატირა სადაც იმყოფება ახალშოვბილი სასურველია იყოს 20 -22 გრადუსის ფარგლებში, რაც შეეხება გარეთ გაყვანას ეს ხდება პირველსავე კვირას ზამთრის სეზონზე ბავშვის გარეთ გაყვანის ხანგრძლივობა იზრდება თანდათანობით, იწყება 5-10 წუთით და შემდგომ 30-40 წუთამდეც შესაძლებელი იქნება. ბავშვის ჩაცმულობა უნდა იყოს კომფორტული მისი მოძრაობა არ უნდა იზღუდებოდეს ტანისამოსით.
როდის მივმართოთ პედიატრს გეგმიურ ვიზიტზებზე?
სავალდებულო გეგმიური ვიზიტები იწყება ერთი თვიდან (დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია ორი კვირის ასაკშიც).დავალდებულო გეგმიური ვაქცინაცია იწყება 2 თვის გეგმიური ასაკიდან.