ორსულობამდე
ორსულობის ტესტი
ორსულობის ტესტებს შემთხვევათა 97 %-ში შეუძლია ორსულობის დადგენა მენსტრუაციის ერთ დღიანი გადაცდენის შემთხვევაშიც კი. ტესტი დადებითია იმ შემთხვევაში თუ შარდში ორსულობის ინდიკატორი ჰორმონი (ქორიონული გონადოდტროპინი) გამოჩნდება. თუ თქვენს ორგანიზში საკმარისი რაოდენობის ქორიონული გონადოტროპინია მაშინ გილოცავთ, ორსულად ხართ! თუმცა იშვიათად ტესტი დადებითია მაშინ, როცა ორსულობა არ გვაქვს სახეზე.
ქიმიური ორსულობა:
ხშირად დადებითი შედეგის შემთხვევაში ქალები მართლაც არიან ორსულად, თუმცა რამდენიმე დღეში ეწყებათ მენსტრუაცია და ჩვენ ვიღებთ - ნაადრევ თვითნებით აბორტს. როგორც აღმოჩნდა, ორსულობათა 25-40 ხშირად შეუმჩნევლად ვლინდება ნაადრევი თვითნებითი აბორტით, რაც მენსტრუაციულ სისხლდენაში გამოიხატება.
ორსულობის ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში, მომდევნო ეტაპი რადიოლოგთან ვიზიტია, ულტრაბგერითი კვლევის საშუალებით შესაძლებელია ნაყოფის ვიზუალირება ორსულობის ადრეულ ვადებზეც კი.
ახლო წარსულში გადატანილი თვითნებითი აბორტი
თუ ახლო წარსულში გქონდათ ერთი თვითნებითი აბორტი, ორსულობის ტესტი შესაძლოა დადებითი იყოს, რაც ქორიონული გონადოტროპინის არსებობით აიხსნება
ტესტის შეცდომა
სანამ გადაწყვეტთ ორსულობის ტესტის გაკეთებას, კარგად წაიკითხეთ ინსტრუქციები, შეამოწმეთ ვადაგასულია ის თუ არა.
წამლები
უშვილობის მკურნალობის ერთ-ერთ საშუალებას ჰორმონთერაპია წარმოადგენს, ასეთ შემთხვევაში ორსულობის ტესტები შესაძლოა დადებითი იყოს, ამიტომ წინასწარ გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, რომელიც გირჩევთ ორსულობის დიაგნოსტირების შესაბამის გზას
იშვიათი სიმსივნეები
ზოგიერთ შემთხვევაში, ორგანიზმში არსებულ სიმსივნეებს შეუძლიათ გამოიმუშავონ ქორიონული გონადოტროპინი. ულტრაბგერითი კვლევის შედეგად მსგავსი გართულებების გამორიცხვა შესაძლებელია