ორსულობამდე
როდის უნდა მიმართოს წყვილმა რეპროდუქტოლოგს
რეპროდუქტოლოგთან ვიზიტი აუცილებელია მაშინ, როდესაც წყვილის სქესობრივი თანაცხოვრების დაწყებიდან 1 წლის მანძილზე, დაუცველი სქესობრივი კონტაქტის პირობებში, ორსულობა ვერ დგება.
რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მათ რაიმე სახის ჩივილი ან ფიზიოლოგიური პროცესებიდან გადახრის სხვა გამოვლინება აღენიშნათ, რეპროდუქტოლოგს უფრო ადრეც უნდა მიმართონ.
იმ შემთხვევაში როდესაც ქალი 35 წელზე მეტი ასაკისაა, რეპროდუქტოლოგთან ვიზიტის დადგეგმვა სასურველია, თუ ორსულობა არ დადგა დაუცველი სქესობრივი თანაცხოვრების დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.
უშვილობის გამომწვევი მიზეზი მრავალია და შესაძლოა განპირობებული იყოს ქალის ან მამაკაცის, ან ორივე პარტნიორის ფაქტორით.