ვიზიტზე ჩაწერა

ფიზიოლოგიური მშობიარობა

 

 

ფიზიოლოგიური მშობიარობის ეტაპები

როგორი იქნება თქვენი მშობიარობაწინასწარ ვერავინ გეტყვითრადგან ყველა მშობიარობა განსხვავებულიაზოგ შემთხვევაშიიგი რამდენიმე საათში მთავრდებახანდახან კინამდვილ გამოცდად გადაიქცევაიმისათვისრომ იცოდეთ რა მოგელითსაჭიროა გაეცნოთ მშობიარობის ეტაპებსფიზიოლოგიური (ვაგინალურიმშობიარობა სამი პერიოდისაგან შედგებაპირველი პერიოდიმოიცავს წინა სამშობიარო პერიოდს (ლატენტურ ფაზასდა აქტიურ მშობიარობასმეორე პერიოდიიწყება  ჭინთვების დაწყებისასსწორედ ამ დროს ხდება ნაყოფის დაბადებამესამე პერიოდში პლაცენტა და სანაყოფე გარსები გამოძევდება.

წინა სამშობიარო ტკივილები - მშობიარობის ლატენტური ფაზა

მშობიარობის ლატენტურ ფაზაში საშვილოსნოს ყელი იწყებს გათხელებას და გადასწორებასამ პერიოდში შესაძლოა იგრძნოთ არარეგულარული და შედარბით დაბალი ინტესნივობის ტკივილიყელის გახსნასთან ახლავს ვარდისფერიბლანტი გამონადენი.  ამ პროცესს „საცობის მოხსნა“- ეწოდებაეს ნორმალურია და აღელვების მიზეზს არ წარმოადგენსადრეული სამშობიარო ტკივილები შესაძლოა რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გაგრძელდესთუმცაშემდგომი მშობიარობებისასმისი ხანგრძლივობა იკლებსსასურველია ამ პერიოდში სიმშვიდე შეინარჩუნოთდაელოდოთ რეგულარული ტკივლიების დაწყებას და შემდეგ მიმართოთ კლინიკასიმ შემთხვევაშითუ დაღვარეთ სანაყოფე სითხე ან გაქვთ ჭარბი სისხლიანი გამონადენისასწრაფოდ მიმართეთ კლინიკას.

აქტიური მშობიარობა

აქტიური მშობიარობისას საშვილოსნოს ყელი 6 სანტიმეტრიდან 10 სანტიმეტრამდე იხსნებატკივილის ინტესნივობა თანდათანობით იზრდება და ხშირდებაიღებს რეგულარულ სახესმოსალოდნელია გულისრევის შეგრძნებაღებინება და კუნთების სპაზმიდიდია ალბათობა სანაყოფე სითხის დაღვრისამ დროს უკვე აუცილებლად უნდა მიმართოთ კლინიკასტკივილიის ინტენსივობის ზრდასთან ერთადშეგიძლიათ თქვენს ექიმთან კონსულტირებითმიიღოთ გადაწყვეტილება ანესთეზიის (გაუტკივარებისშესახებგსურთ თუ არა გაუტკივარებამხოლოდ თქვენი გადასაწყვეტიააქტიური მშობიარობა საშუალოდ რვა საათი გრძელდება.

აქტიური მშობიარობისასპოზა შეზღუდული არ არისუმჯობესია იყოთ აქტიური და მობილურიშეგიძლიათ გამოიყენოთ სამშობიარო ბურთიმნიშვნელოვანია სუნთქვის ტექნიკაშეტევისასცხვირით ჩასუნთქვა და პირით ამოსუნთქვადაგეხმარებათ ტკივილის დაძლევაშიშესაძლოა შეტევებს შორისწელის მიდამოშიმსუბუქმა მასაჟმა შეგიქმნათ კომფორტი.

აქტიური მშობიარობის ბოლოგარდამავალი პერიოდიგანსაკუთრებით რთულიაამ დროს ტკივილები ხშირდება და 60-90 წამი შეიძლება გაგრძელდეს.  გექნებათ ზეწოლის შეგრძნება სწორ ნაწლავზე და მოგინდებათ გაჭინთვათუ სრული გახსნა არ არისექიმი გეტყვითრომ უნდა მოითმინოთამ დროს გაჭინთვამ შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის ტრავმირებაგარდამავალი პერიოდი 15 წუთიდან ერთ საათამდე შეიძლება გაგრძელდეს.

მეორე პერიოდი

მეორე პერიოდში იბადება ბავშვიამ დროს დედის ყველაზე დიდი მისიაა გაიჭინთოსჭინთვის შეგრძნება განსხვავდება პირველი პერიოდის ტკივილისაგანთქვენი ექიმისაჭიროების მიხედვითგიკარნახებთ როდის უნდა გაიჭინთოთ ან დაელოდება თვითნებურ გაჭინთვასაუცილებელია გაიჭინთოთ სწორადჩააწვეთ შორისის მიდამოს და არ დაჭიმოთ სახის კუნთებიიმისათვისრომ დავიცვათ შორისი ქსოვილი ჩახევისაგანექიმმა შეიძლება გითხრათრომ არ გაიჭონთოთამ დროს საშოს ქსოვილი იწელება და ერგება ნაყოფის თავსშესაბამისად ნაკლებია ჩახევის ალბათობანაყოფის თავის დაბადების შემდეგტანიც მალევე დაიბადებაახალშობილს შესაძლოა დასჭირდეს სასუნთქი გზების გასუფთავება.

მესამე პერიოდი

ბავშვის დაბადების შემდეგთქვენ დიდ შვებას იგრძნობთ და მთელი ყურადღება ახალშობილისკენ გადავათუმცაამით ყველაფერი არ დამთავრებულასაჭიროა პლაცენტისა და სანაყოფე გარსების გამოძევებაამ დროსთქვენ გაგიკეთებენ ინექციასრათა უზრუნველყონ საშვილოსნოს შეკუმშვა და ჭიპლარის ტრაქციით (დაქაჩვით), პლაცენტა გამოძევდებაექიმი დაათვალიერებს გარსებს და პლაცენტასშორისზე და საშოს რეგიონში ლაცერაციების (ჭრილობებისარსებობის შემთხვევაშიმოხდება მისი მთლიანობის აღდგენაიმ შემთხვევაშითუ გაუტკივარება არ გაქვთ გაკეთებულიჭრილობა გაიკერება ლოკალური ანესთეზიის ქვეშ.

მშობიარობის შემდგომ ორ საათსგაატარებთ სამშობიარო ბლოკშისადაც პერიოდულად მოხდება საშვილოსნოს კონტროლი მუცლის წინა კედლის მასაჟითორი საათის შემდეგახალშობილთან ერთადმელოგინეთა განყოფილებაში გადახვალთსადაც მშობიარობიდან 48 საათს გაატარებთ.

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">