ვიზიტზე ჩაწერა

ახალშობილებისთვის

6 თვე

6 თვე

6  თვის  ასაკისთვის  ბავშვმა  უნდა  შეძლოს:

  • თავისა და მკერდის აწევა ზურგზე წოლის დროს;
  • დაკიდებულ სათამაშოზე ხელით შეხება;
  • საგნებზე ხელის ტაცება და თამაში;
  • მოძრავი საგნების ყურება;
  • ორივე მხარეს გადაბრუნება;
  • სხვისი დახმარებით დაჯდომა;
  • ნივთების ხელის შეხებითა და პირში ჩადებით შესწავლა, ბგერებისა და სახის გამომეტყველების მიბაძვა;
  • რეაგირება საკუთარ სახელზე და ნაცნობი სახეების დანახვაზე.

რჩევები  მშობლებს  და ძიძებს:

  • დააწვინეთ ბავშვი სუფთა, სწორ, უსაფრთხო ზედაპირზე, რათა მან შეძლოს თავისუფლად მოძრაობა და ნივთებამდე მიღწევა;
  • დამატებითი კვების დაწყებიდან გამოყავით ბავშვისათვის საკუთარი თეფში და ფინჯანი;
  • წამოსწიეთ ან დაიჭირეთ ბავშვი ისეთ პოზიციაში, რომ შეძლოს იმის დანახვა, რაც ხდება ირგვლივ;
  • გააგრძელეთ ბავშვის ძუძუთი კვება მოთხოვნისამებრ დღისით და ღამით და დაიწყეთ სხვა საკვების დამატება
    (
    დღეში ორი კვება 6-8 თვის ასაკში, ხოლო 3-4 კვება დღეში 8-12 თვის ასაკში);
  • შეძლებისდაგვარად ხშირად ესაუბრეთ, წაუკითხეთ და უმღერეთ;

 

 საშიში ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიექცეს:

  • კიდურების დაჭიმულობა, მოძრაობის შეზღუდვა;
  • თავის მუდმივი მოძრაობა (ეს შეიძლება მიანიშნებდეს ყურის ინფექციაზე, რაც, თუ დროულად არ უმკურნალებთ,
    შეიძლება სიყრუის მიზეზი გახდეს);
  • სუსტი რეაქცია ან მისი არარსებობა ნაცნობ სახეებზე ან ძუძუზე;
  • უარი ძუძუზე ან სხვა საკვებზე.
Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">