ვიზიტზე ჩაწერა

იმუნიზაცია

რატომ არის ვაქცინაცია მნიშვნელოვანი?
ვაქცინაცია თქვენი ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ის ამცირებს ინფექციური დაავადებების, მათი მძიმე მიმდინარეობისა და სერიოზული გართულებების განვითარების რისკს.

ვაქცინების უსაფრთხოება
ვაქცინებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები უმეტეს შემთხვევაში მსუბუქი და დროებითია, მაგალითად, ინექციის ადგილის ტკივილი, სიწითლე ან ტემპერატურის მცირე მატება. სერიოზული გვერდითი მოვლენები, მათ შორის მძიმე ალერგიული რეაქცია, ძალზე იშვიათია.

სარგებელი და რისკი
კვლევებით დადასტურებულია, რომ ვაქცინაციის სარგებელი — ბავშვის დაცვა პოტენციურად მძიმე დაავადებებისა და მათი გართულებებისგან — მნიშვნელოვნად აღემატება შესაძლო გვერდითი მოვლენების რისკს.

ვაქცინაციის გრაფიკი

გაგუას კლინიკაში ვაქცინაცია ტარდება საქართველოს ეროვნული იმუნიზაციის კალენდრისა და საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისად, ბავშვის ასაკისა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">