ვიზიტზე ჩაწერა

ექოსკოპია

 

 

ექოსკოპია (ულტრაბგერითი კვლევა) არის უსაფრთხო, უმტკივნეულო და არაინვაზიური დიაგნოსტიკური კვლევა, რომელიც მაღალი სიხშირის ხმოვანი ტალღების გამოყენებით ქმნის სხეულის ორგანოებისა და ქსოვილების გამოსახულებას.

კვლევა ექიმს საშუალებას აძლევს შეაფასოს ორგანოების ზომა, სტრუქტურა და ფუნქცია, ასევე გამოავლინოს სხვადასხვა პათოლოგიური ცვლილება

 

ექოსკოპიური კვლევის უპირატესობები:

  • უსაფრთხოა და არ იყენებს რენტგენულ გამოსხივებას;
  • უმტკივნეულო და არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას;
  • სწრაფად ტარდება და შედეგი ხელმისაწვდომია კვლევის დასრულებისთანავე;
  • შესაძლებელია მრავალჯერადი ჩატარება ჯანმრთელობისთვის დამატებითი რისკის გარეშე;
  • გამოიყენება როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში და ორსულებში

 

გაგუას კლინიკაში შეგიძლიათ ჩაიტაროთ:

  • მუცლის ღრუს (შინაგანი ორგანოების) ექოსკოპია
  • თირკმლებისა და საშარდე გზების ექოსკოპია
  • ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია
  • სარძევე ჯირკვლების ექოსკოპია
  • მცირე მენჯის ღრუს ექოსკოპია
  • ორსულობის ექოსკოპიური მონიტორინგი (ნაყოფის ექოსკოპია)
  • ნაყოფის გულის ექოკარდიოგრაფია (ფეტალური ექოკარდიოგრაფია)
  • ნაყოფის დოპლეროგრაფია

 

გაგუას კლინიკაში ექოსკოპიური კვლევები ტარდება თანამედროვე აპარატურითა და გამოცდილი სპეციალისტების მიერ, რაც უზრუნველყოფს ზუსტ დიაგნოსტიკასა და პაციენტზე მორგებულ სამედიცინო მომსახურებას.

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">