ვიზიტზე ჩაწერა

ახალშობილებისთვის

ჭიპლარის მოვლა

ჭიპლარის მოვლა

ჭიპლარის მოვლა

ორსულობისას ნაყოფს ჭიპლარის საშუალებით საკვები და ჟანგბადი მიეწოდება. მშობიარობის შემდეგ ჭილპარს მომჭერი ედება და გადაიჭრება. ჭიპთან მისი მცირე ნაწილი რჩება. სამი კვირის განმავლობაში ჭილპარის ეს ნაწილი თავისით მოძვრება, სანამ ეს მოხდება საჭიროა მისი ფრთხილი მოვლა.

წლების წინ მშობლებს არიგებდნენ რომ საჭიროა ჭიპლარის შეხვევა და დამუშავება ბრილიანტის მწვენის ან სხვა სადეზინფექციო საშუალებბეით, მაგრამ კვლევებმა დაადასტურა რომ ეს ახანგრძლივებს მის მოშუშებას და კლავს იმ სასარგებლო მიკრობებს რომლებიც ხელს უწყობენ მის მოცილებას. ჭიპლარის სწორი მოშუშებისთვის საჭიორა ის იყოს ჰაერზე და მაქსიმალურად მშრალად. ყურადღებით იყავით რომ პატარას პამპერსმა არ დაფაროს ჭიპლარი. ბანაობისას ეცადეთ ჭიპლარი არ დასველდეს. არ ეცადოთ ჭიპლარის ხელით მოძრობას. ხანდახან შესაძლოა შენიშნით ფუფხი ან სისხლის წვეთი ჭიპლართან რაც ნორმალურია.

საყურადღებო ნიშნები.

თუ ჭიპლარის მიდამო შეშუპდა გაწითლდა ან ჩირქი შენიშნეთ საჭიროა მიმართოთ ექიმს, რადგან ეს ინფექციის ნიშნებია და შესაძლოა მკურნალობა გახდეს საჭირო. სასურველია ექიმს მიმართოთ თუ ჭიპლარი 3-4 კვირაში არ მოძვრა.

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">