ახალშობილებისთვის
7 თვე
განვითარება 7 თვის ასაკში
შვიდი თვის ბავშვის სმენა და მხედველობა, თითქმის, ზრდასრული ადამიანის დონეზეა განვითარებული. შეგრძნებებზე მეტყველი ნერვული სტრუქტურები ბოლომდე ჩამოყალიბებულია.
ფიზიკური განვითარება:
- ცდილობს ხოხვას ან უკვე ხოხავს;
- თავდაჯერებულად ჯდება სწორი ზურგით;
- ცდილობს საწოლში ადგომას;
- ორივე ხელის დაყრდნობით შეუძლია დადგომა;
ფსიქოემოციური განვითარება:
- კითხვაზე „ სად?“ ეძებს ჩვეულ ნივთს ან პიროვნებას;
- იმეორებს მარცვლებს ;
- სიამოვნებით ათვალირებს ნახატებს წიგნში;
- იწევს სარკეში საკუთარი თავის გამოსახულებისკენ.
ამ ასაკში, ბავშვის პირის აპარატი, ყბები, კბილები აქტიურად ვითარდება. ამის გამო, პატარას სურვილი აქვს, დაღეჭოს რამე. მიეცით მას რეზინის სათამაშოები რომ დაიკმაყოფილოს ღეჭვის მოთხოვნილება.