ორსულობამდე
როგორ ხორციელდება სტიმულაცია in-vitro-ს დროს?

- IVF მკურნალობისას ტაბლეტირებული და საინექციო პრეპარატების კომბინაციით ხორციელდება საკვერცხეების სტიმულაცია, რაც გრძელდება 8-14 დღე.
- საკვერცხეების პასუხი სტიმულაციაზე მონიტორირდება ულტრაბგერითი და ჰორმონალური პასუხების შეფასების ფონზე.
- როდესაც ფოლიკულების ზომა აღწევს 18-20 მმ, კვერცხუჯრედების საბოლოო მომწიფების მიზნით კეთდება ფინალური ნემსი, ე.წ. ტრიგერი
- ტრიგერის შემდეგ 34-36 საათში ხორციელდება ფოლიკულური სითხის აღება კვერცხუჯრედების შეგროვების მიზნით
- პაციენტს ეძლევა ჰორმონალური სტიმულატორების
ინდივიდუალური დოზა 8-12 დღის განმავლობაში. - როდესაც მზარდი ფოლიკურების ზომა აღწევს 18-20 მმ ინიშნება
ფინალური ნემსი - ე.წ. ტრიგერი- კვერცხუჯრედების საბოლოო
მომწიფების მიზნით - ტრიგერის არასწორად ან არასწორ დროს გაკეთების შემთხვევაში
მოსალოდნელია კვერცხუჯრედების საერთოდ ვერ მიღება პუნქციისას.
როგორ ტარდება პუნქცია და რა უნდა გავითვალისწინო კვერცხუჯრედების აღებისას?

- ტრანსვაგინალური პუნქცია (TVP) 10-15 წთ- იანი პროცედურაა და გულისხმობს ფოლიკულების აღებას ქალის სასქესო უჯრედების - კვერცხუჯრედების მოპოვების მიზნით.
- კვერცხუჯრედების აღების წინა საღამოს თქვენ საკვების მიღებას შეწყვეტთ 20:00 სთ-იდან, სითხეების მიღება დასაშვებია ღამის 12 სთ-მდე. (აღნიშნული პროცედურისათვის წინასწარი გამწმენდი ოყნის გაკეთება საჭიროებას არ წარმოადგენს.)
- TVP-სთვის თქვენ უნდა გამოცხადდეთ კლინიკაში დილით, უზმოზე (არ მიიღებთ წყალს, საკვებს,არც საღეჭ რეზინს).
- კლინიკაში მოსვლისას ექთანი გადმოგცემთ ერთჯერად გამოსაცვლელ ნივთებს, და ინტრავენური ანესთეხისთვის საჭირო კატეთერიზაციის შემდეგ მოგათავსებთ გინეკოლოგიურ საოპერაციო მაგიდაზე საშოს სათანადო დამუშავების მიზნით.
- სრული გაუტკივარების და სედაციის ფონზე, საშოსმხრივი მიდგომით ულტრაბგერითი კონტროლის ქვეშ კვერცხუჯრედების ასპირაცია ხორციელდება ეტაპობრივად, ორივე საკვერცხიდან 10-15 წთ-ის განმავლობაში.
- ასპირაციისას მიღებული ფოლიკულური სითხე გადაეცემა ემბრიოლოგს - მიკროსკოპის ქვეშ კვერცხუჯრედების ვიზუალიზაციასა და შემდგომი დამუშავებისთვის.
- პროცედურის დასრულების შემდგომ თქვენ მოგიწევთ კლინიკაში დაყოვნება 1,5-2 საათის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ, ისე რომ სავარაუდოდ შუადღისკენ შეძლებთ სახლში დაბრუნებას.
- სასურველია მშვიდად სახლის პირობებში ყოფნა პუნქციიდან ემბრიოტრანსფერამდე ინტერვალში, რამოდენიმე დღის განმავლობაში, რადგანაც გექნებათ მსუბუქი დისკომფორტის შეგრძნება.
- წოლითი რეჟიმი ამ დროს არ წარმოადგენს საჭიროებას.
- საკვერცხეების პუნწციის დღესვე ხდება პარტნიორის სპერმის ჩაბარება 2 დღიანი თავშეკავების ფონზე და მიღებული კვერცხუჯრედების განაყოფიერება.
- ტრიგერის გაკეთებიდან 34-36 საათში ხორციელდება მცირე ქირურგიული ჩარევა კვერცხუჯრედების მოსაპოვებლად ულტრაბგერის კონტროლის ქვეშ.
- დამუშავებული სპერმატოზოიდები და კვერცხუჯრედები თავსდება ერთსდ სინჯარაში ან ხდება ერთი შერჩეული სპერმატოზოიდის შეყვანა ერთ მწიფე კვერცუჯრედში (ICSI- ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია)
- განაყოფიერება და ემბრიონის კულტივაცია მონიტორირებადი პროცესია და გრძელდება 5-6 დღემდე.
რა პროცესები ტარდება ტრანსვაგინალური პუნქციის შემდგომ და რას უნდა მოველოდო?

- TVP-ს შემდგომ 2-5 დღის განმავლობაში ლაბორატორიულ პირობებში მიმდინარეობს ემბრიონების განვითარების ზედმიწევნითი მონიტორირება, რაც გულისხმობს საუკეთესო ემბრიონის- ემბრიონების შერჩევას საშვილოსნოში გადასატანად.
- ემბრიოტრანსფერისათვის არასათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში მიღებული ემბრიონები სრულად ექვემდებარება კრიოპრეზერვაციას (გაყინვას), რაც გულისხმობს ემბრიონების შენახვას იმ ვადით, რაც საჭიროა მათ შემდგომ გამოყენებამდე.
როგორ მოვემზადო და რა გავითვალისწინო ემბრიონების გადატანის დღეს?

- ემბრიოტრანსფერი გულისხმობს საშვილოსნოს ღრუში ემბრიონის- ემბრიონების გადატანას. აღნიშნული პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულოა და არავითან გაუტკივარებას არ მოითხოვს.
- პაციენტი მოდის კლინიკაში მსუბუქად ნასაუზმევი და დანიშნულებით გათვალისწინებული პრეპარატების, მათ შორის საშოში გასაკეთებელი კაპსულების მიღების ფონზე.
- ემბრიოტრანსფერის შემთხვევაში შერჩეული ემბრიონები თავსდება წვრილ, რბილ კატეთერში და ულტრაბგერითი კონტროლის ქვეშ ხორციელდება საშვილოსნოს ყელის გავლით საშვილოსნოს ღრუში გადატანა.
- ემბრიოტრანსფერისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ზომიერად სავსე შარდის ბუშტის ქონა, რაც აადვილებს როგორც ემბრიონის მოთავსებას საშვილოსნოს ღრუში ასევე ქმნის კარგ ვიზუალიზაციას ემბრიონის საუკეთესო ადგილას მოსათავსებლად.
- ემბრიოტრანსფერის შემდგომ თქვენ ყოვნდებით კლინიკაში 20-30 წუთით მოსვენებით მდგომარეობაში და სათანადო დანიშნულებით ეწერებით სახლში.
- ემბრიოტრანსფერის შემდგომ პაციენტი აგრძელებს ჩვეული ცხოვრების რითმს, წოლითი რეჟიმი ემბრიონების საშვილოსნოში გადატანის შემდგომ როგორც წესი ნეგატიურად აისახება ორსულობის დადგომაზე, რამეთუ აუარესებს სისხლის მიმოქცევას და ზრდის პაციენტის ფსიქო-ემოციურ დაძაბულობას.
- ემბრიოტრანსფერის შემდგომ დანიშნული თერაპია აუცილებლად გრძელდება 12-14 დღის განმავლობაში ორსულობის ტესტის გაკეთებამდე, რაც ასახავს ჩატარებული პროცედურის საბოლოო შედეგს. ორდულობის დაფიქსირების შემთხვევაში ჰორმონალური თერაპია გრძელდება 6-8 კვირის განმავლობაში დოზების ეტაპობრივი შემცირებით.
- უპირატესად 1-2 სელექტიურად შერჩეული, მაქსიმუმ 3 ემბრიონი შეიძლება გადატანილი იქნას საშვილოსნოს ღრუში საკვერცხეების პუნქციიდან 2-5 დღის შემდეგ.
- ემბრიოტრანსფერის შემდგომ დანიშნულებას ქალი ღებულობს 12-14 დღის განმავლობაში- სისხლში ჰორიონალური გონადოტროპინის განსაზღვრამდე.