ორსულებისთვის

წელის ტკივილი ორსულობის დროს
წელის ტკივილი ორსულობის პერიოდში: მიზეზები, მკურნალობა და პრევენცია
წელის ტკივილი ან დისკომფორტის შეგრძნება ხშირი ჩივილია ორსულობის პერიოდში, გვხვდება 50-70%-ში და განსხვავებული ხარისხით გამოვლინდება ქალებში. წელის ტკივილი შეიძლება გამოვლინდეს ორსულობის ნებისმიერ ვადაზე მაგრამ უფრო ხშირად გვხვდება მეორე ტრიმესტრიდან, რაც დაკავშირებულია ნაყოფის ზრდასთან. წელის ტკივილმა შეიძლება შეცვალოს ორსულის ყოველდღიური რუტინა ან ხელი შეუშალოს მას ძილიში.
რა არის წელის ტკივილის მიზეზი ორსულობის პერიოდში ?
წელის ტკივი ორსულობისას დაკავშირებულია სხვადასხვა ფაქტორებთან. ქალები რომლებიც მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან არიან ჭარბწონიანები ან ქონდათ წელის ტკივილები წინა ორსულობისას ან ორსულობამდე.
მიზეზები, რომლებმაც ორსულობისას შეიძლება გამოიწვიონ წელის ტკივილი ან დისკომფორტის შეგრძნება წელის არეში:
- ჰორმონების გაზრდილი რაოდენობა - ჰორმონების გამოყოფა ორსულობისას, როგორიცაა რელაქსინი, აძლევს საშვალებას იოგებს იყვნენ უფრო მეტად გარბილებულები და მოდუნებულები. შესახსრებები ხდებიან თავისუფალი, რათა მოემზადონ დაბადების პროცესისთვის. ამ ცვლილებებმა შეიძლება ეფექტი იქონიონ წელის ტკივილზე.
- გრავიტაციის ცენტრი - გრავიტაციის ცენტრი იცვლება საშვილოსნოსა და ნაყოფის ზრდის გამო, რაც იწვევს სიმძიმის წერტილის ცვლილებას.
- წონის მატება - ორსულობის პროგრესირებასთან ერთად ხდება ნაყოფის ზომაში ზრდა და წონის მატება.
- პოზიცია – ცუდი პოზიცია, დიდი ხანი ფეხზე დგობა, მოხრილი მდგომარეობა შეიძლება იყოს მაპროვოცირებელი წელის ტკივილის ან გამოიწვიოს მისი გამწვავება.
როგორ უნდა აღმოიფხვრას ან მინიმუმადე დაიყვანოს წელის ტკივილი ორსულობის პერიოდში?
წელის ტკივილი ვერ აღმოიფხვრება სრულებით, მაგრამ არსებობს რიგი ღონისძიებები, რაც ეხმარება ორსულ ქალს შამციროს წელის ტკივილის განვითარების სიხშირე და სიძლიერე.
- გამოიყენეთ ვარჯიშები პირადი ექიმის კონსულტაციით, რომელიც აძლიერებს ზურგისა და მუცლის კუნთბს. მაგალითად როგორიცაა: ცურვა, სიარული...
- ჩაჯდომა ნივთის ასაღებად მოხრის ნაცვლად
- მოერიდეთ მაღალქუსლიან და სხვა არაკომფორტულ ფეხსაცმელებს.
- მოერიდეთ ზურგზე ძილს.
- ატარეთ დამხმარე სარტყელი მუცლის ქვედა ნაწილში.
- მხედველობაში იქონიეთ საზურგეზე ზურგის მოთავსება.
როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ ტკივილს წელის არეში ორსულობისას?
არის რიგი ღნისძიებები რაც დაგეხმარებათ ორსულობისას წელის ტკივილის მკურნალობაში.
ინტერვენციული ღონისძებები:
- ყინული ან სითბო
- კორსეტი ან დამხმარე სარტყელი მუცლის ქვედა ნაწილის
- წამალი გამოიყენება ანთების სამკურნალოდ
- დაიძინეთ მარცხენა მხარეს და გამოიყენეთ შესაფერისი, დამხმარე ბალიში ამოიდეთ მუხლის ქვეშ.
- მასაჟები, აკუპუნქტურა ან ქიროთერაპია
როდის უნდა დაუკავშირდეთ ექიმს?
წელის ტკივის ყოველთვის არაა მიზეზი იმის რომ მიმართოთ ექიმს, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც საჭიროა მიმართოთ ექიმს. ესენია:
- ძლიერი ტკივილები
- ინტენსიური ძლიერი ტკივილები ან ტკივილი რომელიც იწყება უეცრად
- შემზღუდავი ტკივილი - შეიძლება იყოს ნიშანი ნაადრევი მშობაირობის.