ვიზიტზე ჩაწერა

ორსულობამდე

რა არის ინ ვიტრო განაყოფიერება?

რა არის ინ ვიტრო განაყოფიერება?

        

 

 

                                      

 

 

 

In Vitro განაყოფიერება (IVF)—გულისხმობს კვერცხუჯრედის და სპერმატოზოიდის შერწყმის შედეგად მიღებული ემბრიონის გადატანას კვლავ საშვილოსნოს ღრუში! 

შემთხვევათა 30-40%-ში (ქალის ასაკიდან გამომდინარე) აღნიშნული პროცედურა წარმატებულია და ხდება სასურველი ორსულობა.

დღეისათვის IVF მეთოდით მსოფლიოში 10 მილიონზე მეტი ბავშვია გაჩენილი

 

  • In-vitro განაყოფიერებას მიმართავს წყვილი, მაშინ, როცა მკურნალობის ყველა სხვა მეთოდი აღმოჩნდა უშედეგო და შეუძლებელია ბუნებრივი გზით დაფეხმძიმება. 
  • თუ კი ორსულობა არ დგება მკურნალობის დაწყებიდან 2 და/ან მეტი წლის განმავლობაში- მიმართეთ in-vitro განაყოფიერებას.  
  • თუ თქვენი საშვილოსნოს მილები დახშულია ან ამოკვეთილია, ბუნებრივად შეუძლებელია კვერცხუჯრედის და სპერმატოზოიდის შეხვერდა— IVF დროს სინჯარაში ხდება ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების დაკავშირება და მიღებული ემბრიონების გადატანა საშვილოსნოს ღრუში საშვილოსნოს მილების გვერდის ავლით. 
  • სპერმის მძიმე მაჩვენებლის შემთხვევაში ბუნებრივად დაფეხმძიმების შანსი ძალზედ დაბალია, in-vitro განყოფილება კი სულ მცირე 10-ჯერ ზდრის დადებითი შედეგის მიღების ალბათობას. 

ვის ჭირდება ინ ვიტრო განაყოფიერება?

 

 

  • თუ უშედეგოდ ცდილობთ დაფეხმძიმებას 2 და/ან მეტი წელი 
  • როდესაც საშვილოსნოს მილები დახშულია ან ამოკვეთილია
  • ქალი იმყოფება გვიან რეპროდუქციულ ასაკში >40წ.
  • სპერმის ანალიზის პასუხი არადამაკმაყოფილებელია
  • ჩატარებული უშვილობის მკურნალობის სხვა მეთოდები უშედეგოა

 

რა კვლევებია საჭირო ინ ვიტრო განაყოფიერებამდე?

 

 

 

in-vitro განაყოფიერების განხორციელებამდე ტარდება წყვილის სრული კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევა

გამოკვლევა გულისხმობს ჰორმონალურ, იმუნოლოგიურ, ბაქტერიოლოგიურ და ულტრასონოგრაფიულ კვლევებს.

სპერმოგრამის შეფასება ხდება ორდღიანი თავშეკავების ფონზე, სასურველია ან პერიოდისთვის პაციენტმა თავი შეიკავოს ალკოჰოლური სასმელების გამოყენებისგან, საჭიროების შემთხვევაში ხორციელდება გენეტიკოსის კონსულტაცია.

როგორია დაფეხმძიმების შანსი in-vitro განაყოფიერების შემდგომ?

 

  • დაფეხმძიმების შანსი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული
  • ქალის ასაკზე
  • იყო თუ არა მანამდე გამოყენებული მკურნალობის სხვა მეთოდები
  • იყო თუ არა წარსულში დაფიქსირებული ორსულობები
  • ქალებთან მიმართებაში 38 წლის ასაკის ზემოთ პროგრესულად მცირდება ხელოვნური განაყოფიერების დადებითი გამოსავალი საკუთალი კვერცუჯრედებით
  • ხშირ შემთხვევაში 44 წლის ასაკის ზემოთ ორსულობის დადგომა შესაძლებელია მხოლოდ დონორის კვერცუჯრედების გამოყენებით

 

 

 

რა საკითხები განიხილება კონსულტაციის დროს ინ-ვიტრო განაყოფიერების სპეციალისტთან ?

პირველი ვიზიტი ექიმთან

  • თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში აგეხსნებათ მკურნალობის ამ მეთოდის გემოყენების აუცილებლობის შესახებ:
  • პასუხი გაგეცემათ პროცედურის თანმხლები შესაძლო რისკებსა და დაფეხმძიმების შანსებზე
  • გაეცნობით კონტრაქტს-ინფორმირებულ თანხმობას 
  • ჩააბარებთ საჭირო ანალიზებს. 

მეორე ვიზიტი ექიმთან

 

  • თქვენ მოიტანთ ხელმოწერილ კონტრაქტს- ინფორმირებულ თანხმობას. 
  • ჩატარებული ანალიზების პასუხებიდან გამომდინარე შეგერჩევათ მკურნალობის ინდივიდუალური სქემა
  • გაივლით ინსტრუქტაჟს ექთანთან სტიმულაციის ნემსის გაკეთების შესახებ 
  • დაიგეგმება კვერცხუჯრედის აღების სავარაუდო დრო. 
  • ჰორმონალური სტიმულაციის პერიოდში თქვენ მოგიწევთ 2 კვირის განმავლობაში კლინიკაში მოსვლა 3-4 ჯერ , დაახლოებით 30-60 წუთიან ვიზიტზე . ფოლიკულების ზდრის ულტრაბგერითი და ჰორმონალური მონიტორინგისთვის. 

 

ჩვჩვენ გასწავლით ნემსის გაკეთებას, რამეთუ შემდგომში თქვენ თვითონ შეძლოთ კანქვეშ, მუცელში ჰორმონალური სტიმულატორის თვითადმინისტრირება

In-vitro განყოფიერების განხორციელებისთვის საერთო ჯამში მოგიწევთ დაახლოებით 8-10 ვიზიტი
ვიზიტის ხანგრძლივობა 30 წუთიდან რამოდენიმე საათამდეა.

 

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">