ორსულობამდე
პრემენსტრუალური სინდრომი (PMS)
პრემენსტრუალური სინდრომი (PMS) წარმოადგენს მდგომარეობას, რომელიც ზეგავლენას ახლდენს ქალის ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე მენსტრუალური ციკლის კონკრეტულ დღეებში, უმეტესად მენსტრუაციამდე რამდენიმე დღით ადრე.
ქალთა 90%-ზე მეტს აღენიშნება პრემენსტრუალური სინდრომი.
პრემენსტრუალური სიმპტომები ძირითადად ვლინდება მენსტრუაციამდე 5-11 დღით ადრე და ქრება მენსტრუაციის დაწყებისთანავე.
რისკ ფაქტორები:
- ანამნეზში დეპრესია, ემოციური დარღვევები (მაგალითად მშობიარობის შემდგომი დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა და სხვა);
- ემოციური სტრესი
- ფიზიკური ტრავმა
- პრემენსტრუალური სინდრომის ოჯახური ანამნეზი
- ოჯახური ძალადობა
- მედიკამენტებზე დამოკიდებულება
პრემენსტრუალური სინდრომის სიმპტომები შესაძლოა იყოს გამოვენილი მსუბუქი ან მძიმე ფორმით. სტატისტიკუტი მონაცემებით ქალების დაახლოებით 80% უვლინდებათ აღნიშნული სინდრომისათვის დამახასიათებელი ერთ ან რამოდენიმე სიმპტომი, რომელიც როგორც წესი, არ ახდენს გავლენას ცხოვრების ხარისხსა და ჩვეულ რითმზე.
ძირითადი დამახასიათებელი სიმპტომები:
- ტკივილი მუცლის არეში
- მეტეორიზმი, ყაბზობა ან დიარეა
- სარძევე ჯირკვლების მგრძნობელობის გაზრდა, შეშუპება
- აკნე
- ცომეულისა და ტკბილეულის მიმართ გაძლიერებული მოთხოვნილება
- თავის ტკივილი
- მომატებული მგრძნობელობა სინათლისა და ხმის მიმართ.
- ზოგადი საერთო სისუსტე
- გაღიზიანებადობა
- ძილის რეჟიმის დარღვევა
- აგზნებადობა
- დეპრესია
- უარყოფითი ფიქრები
პრემენსტრუალური დისფორიული დარღვევები
პრემენსტრუალური დისფორიული დარღვევები (PMDD), იგივეა რაც პრემენსტრუალური სინდრომი, მაგრამ უფრო მძიმე სიმპტომატიკით. აღნიშნული დარღვევა ქალების 3-8 %-ში გვხვდება.
ძირითადად გამოვლინდება მენსტრუაციამდე 1-2 კვირით ადრე.
PMDD-ისთვის დამახასიათებელი ძირითადი სიმპტომები:
- დეპრესიის მძიმე ფორმის
- სუიციდური აზრები
- პანიკური შეტევები
- მძიმე ფორმით გამოხატული აგზნებადობა
- გაღიზიანებადობა ხასიათის მნიშვნელოვანი ცვლილებებით
- უმიზეზო ტირილის ეპიზოდები
- ინტერესის დაკარგვა ყოველდღიური აქტივობების მიმართ
- უძილობა
- კონცენტრაციის უნარის დაქვეითება
- გაძლიერებული მადა
- კუნთების ძლიერი ტკივილი
- კუჭის მოქმედების დარღვევები
მეცნიერებისთვის დღემდე უცნობია PMS -ისა და PMDD- ის გამომწვევი ზუსტი მიზეზები.
სხვადასხვა კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ აღნიშნული სინდრომი, დაკავშირებულია მენსტრუაციის დაწყებამდე სასქესო ჰორმონებისა და სეროტონინის კონცენტაციის ცვლილებებთან.
ციკლის გარკვეულ დღეებში სისხლში ესტროგენისა და პროგესტერონის დონე იზრდება. ამ ჰორმონების მატებამ კი შესაძლოა გამოიწვიოს ემოციური ცვალებადობა, აგზნებადობა და გაღიზიანებადობა. საკვერცხის სტეროიდები ასევე ასტიმულირებს ტვინის იმ ნაწილებს, რომლებიც ასოცირდებიან პრემენსტრუალური სიმპტომების გამოვლენასთან.
სეროტონინის დონე გავლენას ახდენს ხასიათის ცვლილებაზე, ემოციებსა და ფიქრებზე.
როდის მივმართოთ ექიმს?
PMS -ისა და PMDD- ის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდირებულია დროულად მიმართოთ ექიმს და საჭიროების შემთხვევაში ფსიქიატრის ჩართულობა მკურნალობის პროცესში.
მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი ჩივილები გავლენას ახდენს ცხოვრების ჩვეულ რითმზე.
თქვენმა ექიმმა უნდა გამორიცხოს აღნიშნული ჩივილების გამომწვევი სხვა მიზეზები:
- ანემია
- ენდომეტრიოზი
- ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
- ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
- ორსულობა-ადრეულ ვადებში შესაძლოა ქალს ჰქონდეს PMS-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
დღესდღეობით, PMS-ისა და PMDD-ის პრევენცია ან განკურნება შეუძლებელია, თუმცა შესაბამისი მედიკამენტები ხელს უწყობს ჩივილების შემსუბუქებას.
რეკომენდაციები:
- მეტეორიზმის შემსუბუქების მიზნით საჭირო წყლის დიდი რაოდენობით მიღება
- ჯანსაღი, ბალანსირებული კვება (მნიშვნელოვანია შაქრის,მარილის, კოფეინის და ალკოჰოლის მიღების შეზღუდვა)
- ფოლიუმის მჟავა, ვიტამინი D, ვიტამინი B6, კალციუმი და მაგნიუმის სულფატი ამცირებს კუნთების სპაზმს და ხასიათის ცვლილებებს (მედიკამენტების მიღება დასაშვებია, მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით!)
- ძილის მოწესრიგება - ღამის განმავლობაში აუცილებელია ძილი საშუალოდ 8 საათის განმავლობაში.
- სტრესის შემცირება მსუბუქი ვარჯიშებით და კითხვით
- სასურველია აწარმოოთ დღიური, სადაც აღნიშნავთ თქვენს ყოველდღიურ ჩივილებს, ეს თქვენს ექიმს დაეხმარება დიაგნოსტირებაში და შემდგომი მკურნალობის შერჩევაში.