ვიზიტზე ჩაწერა

ორსულებისთვის

ორსულობა და მაღალი წნევა

ორსულობა და მაღალი წნევა

            ორსულობის დროს მაღალმა არტერიულმა წნევამ შეიძლება შეუქმნას პრობლემა როგორც ორსულს ასევე ნაყოფს .თუ წნევა ნორმალურია - კვირაში ერთხელ, ხოლო თუ შეიმჩნევა წნევის ცვალებადობა (განსაკუთრებით მომატების კუთხით) - დღეში ერთხელ აუცილებლად უნდა მოხდეს წნევის მონიტორინგი . ნორმალურ არტერიულ წნევად ითვლება ის წნევა, რომლის დროსაც ჯანმრთელი ადამიანი თავს კარგად გრძნობს.წნევის გაზომვა ხდება იმ მომენტში, როცა არაფერი გაწუხებთ, ხოლო მიღებული აბსოლიტური სიდიდე არის სწორედ თქვენი ნორმალური  წნევა.თქვენ უნდა იცოდეთ რამდენია საკუთარი ნორმალური არტერიული წნევის სიდიდე. ფეხმძიმობის პერიოდში ხდება არტერიული წნევი სმერყეობა. ჩვეულებრივ, იგი უმნიშვნელოდ იწევს დაბლა პირველი თვეების განმავლობაში, თუმცა დაახლოებით მეშვიდე თვიდან იწყებს მომატებას.

მონაცემების მიხედვით არსებობს რამოდენიმე შესაძლებელი მიზეზი რაც იწვევს ჰიპერტენზიას ორსულობის დროს :    

  •  ჭარბი წონა      
  •  აქტივობის შემცირება 
  •  მოწევა                   
  •  ალკოჰოლისმიღება       
  •  პირველიორსულობა                                     
  •  ოჯახურიისტორია                                                 
  •  მრავალნაყოფიანიორსულობა,          
  •  40 წელზემაღალიასაკი     

    ინვიტროგანაყოფიერება ზოგიერთ ორსუულს მაღალი წნევა აწუხებს ორსულობამდეც , ზოგიერთს კი უვითარდება ორსულობის პერიოდში . გესტაციური ჰიპერტენზია - ორსულს უვითარდება ორსულობის 20 კვირის შემდეგ , ამ შემთხვევაში შარდში ცვლილებები არ არის და არ ვლინდება სხვა სიმბტომები . ქრონიკული ჰიპერტენზია - ასეთ შემთხვევაში ჰიპერტენზია არსებობდა ორსულობამდე ან ვითარდება ორსულობის 20 კვირამდე, მაგრამ რადგანაც ზოგჯერ მაღალ წნევას არა ქვს სიმბტომები შეიძლება მისი აღმოჩენა რთული იყოს.     პრეეკლამფსია - პრეეკლამფსია ვითარდება ორსულობის 20 კვირის შემდეგ და შეიძლება თან ახლდეს სხვადასხვა ორგანოების დაზიანება ,როგორიცაა თირკმელები , ღვიძლი ,სისხლის მიმოქცევის სისტემა და ტვინი . პრეეკლამფსიას თან ახლავს ცილის მომატება შარდში და შეშუპება . ჰელპსინდრომი - ორსულობის მესამე ტრიმესტრში ვითარდება,

ახასიათებს ჰემოლიზი, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება და თრომბოციტოპენია. მისი გართულებები საკმაოდ მძიმეა და საჭიროებს სათანადო მკურნალობას და ყურადღებას.

    საკუთარ თავზე ზრუნვა საუკეთესო გზაა რომ იზრუნო ბავშვზე : ამისთვის საჭუროა რეგულარული ვიზიტი ექიმთან , ხშირად გაიზომოთ წნევა ორსულობის პერიოდში , მიყვეთ რეკომენდაციებს ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებით , მიიღოთ ჯანსაღი საკვები , აირიდოთ რისკ-ფაქტორები . ზოგიერთი ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი მიიჩნევა უსაბრთხოდ რომ გამოვიყენოთ ორსულობის დროს . მკურნალობა აუცილებელია რადგან მაღალმა წნევამ შეიძლება საბრთხე შეგიქმნათ თქვენ და ნაყოფს . წამალი აუცილებლად უნდა მიიღოთ ექიმის დანიშნული დოზით და არშეცვალოთ ის.

 

მაღალი არტერიული წნევა დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან ,შეიძლება შემცირდეს პლაცენტარული სისხლის მომარაგება ,მოხდეს პლაცენტის ნაადრევი აცლა ,ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხება, ნაადრევი მშობიარობა და შემდგომი კარდიოვასკულარული დაავადება.

 

სურათები

რჩევების გამოწერა

თვალი ადევნე შენი ბავშვის განვითარებას !