ორსულებისთვის
როგორ შეახვედროთ თქვენი უფროსი ახალშობილს
სხვადასხვა ასაკის ბავშვები განსხვავებულად რეაგირებენ ახალშობილზე.
იმის ცოდნა, თუ რას უნდა ველოდოთ თითოეული ასაკობრივი ჯგუფიდან, გაადვილებს თქვენს ოჯახში მომხდარი ცვლილებების მართვას.
1-დან 2 წლამდე ასაკის პატარები
ამ ასაკის ბავშვები დიდად ვერ აღიქვამენ თუ რას ნიშნავს ახალი და/ძმის ყოლა. ამიტომ ესაუბრეთ მათ „ახალ ბაშვზე“ და აგრძნობინეთ თქვენი სიხარული. ის თქვენს განწყობას აუცილებლად გაიზიარებს.
გაითვალისწინეთ რომ შესაძლოა ორივე ბავშვის მოთხოვნილების დაკმაყოფილება მარტომ ვერ შეძლოთ. ამიტომ აუცილებად ითხოვეთ დახმარება პარტნიორისგან ან სხვა სანდო პირისგან.
შეიძინეთ ისეთი საბავშვო წიგნები სადაც ნახსენებია სიტყვები „და“ „ძმა“ და „ახალი ბავშვი“, რათა თქვენი უფროსი შვილი შეეჩვიოს ამ სიტყვებს.
როდესაც ახალშობილს მოიყვანთ სახლში, აგრძნობინეთ თქვენს უფროს შვილს, რომ ის ისევე გიყვართ. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ განსაკუთრებული საჩუქრის საშულებით ან განსაკუთრებულ ადგილას გასეირნებით.
სკოლამდელი ასაკის ბავშვები 2-დან 4 წლამდე
ამ ასაკში თქვენი შვილი ძალიან არის მოჯაჭვული თქვენზე და შეიძლება გაუჭირდეს თქვენი სხვასთან გაზიარება, ახალი ოჯახის წევრი შეიძლება საფრთხედაც კი აღიქვას. მოგაწვდით რამდენიმე რჩევას თუ როგორ შეამსუბუქოთ ახალი ამბის გავლენა თქვენს პატარაზე.
- ცოტახნით მოიცადეთ სანამ ბავშვს, ახალ ამბავს შეატყობინებთ. მოსალოდნელი ცვლილების შესახებ მაშინ აუხსენით, როდესაც ახალი ავეჯისა და ტანსაცმლის შეძენას დაიწყებთ, ან როდესაც „დედიკოს მუცელი“ გაიზრდება. აუცილებელია „ახალი ბავშვის“ შესახებ თქვენ შეატყობინოთ და არ გაიგოს სხვისგან.
- იყავით გულწრფელი. აუხენით, რომ ახალშობილი პატარა და საყვარელი იქნება, თუმცა ბევრს იტირებს და ამიტომ მოგიწევთ დიდი დრო დაუთმოთ. დაარწმუნეთ ის, რომ ამ ცვლილების მიუხედავად თქვენ მაინც ძალიან გიყვართ. ისიც აუხსენით, რომ სანამ დაიკოს ან ძამიკოს ეთამაშება ჯერ დიდი დრო უნდა გავიდეს.
- ჩართეთ თქვენი უფროსი შვილი პატარას მოლოდინის გეგმებში. მიეცით საშუალება აარჩიოს ნივთები დაიკოს ან ძამიკოსთვის. ასე ნაკლებად იეჭვიანებს. აჩვენეთ მისი ჩვილობის ფოტოები. თუ მისი სათამაშოების გამოყენებას აპირებთ ახალი პატარასთვის, ცოტახანი მიეცით საშუალება ითამაშოს ამ ნივთებით. შეიძინეთ (გოგო ან ბიჭი) თოჯინა, რათა მან შეძლოს „თავისი ბავშვის“ მოვლა
- თქვენი უფროსი ბავშვის რუტინაში ცვლილებები წინასწარ დაგეგმეთ. თუ ტუალეტის გამოყენებას სწავლობთ ან ბავშვის საწოლი ახლახანს შეცვალეთ ჩვეულებრივი ლოგინით, უმჯობესია ეს ვცლილებები ახალშობილის სახლში მოყვენემდე დაასრულოთ, რათა ბავშვი არ გადატვირთოთ ცვლილებებით.
- ელოდეთ თქვენი ბავშვის ქცევის რეგრესს. თუ თქვენმა ბავშვმა ტუალეტის გამოყენება იცის შეიძლება „უბედური შემთხვევბი“ გახშირდეს, შეიძლება ბოთლით კვება მოითხოვოს. იმის მაგივრად რომ ეჩხუბოთ და უთხრათ მოიქცეს ასაკის შესაბამისად, ჯობია მიაწოდოთ ის ყურადღება და სიყვარული რასაც ითხოვს და შეაქოთ მაშინ როდესაც „დიდივით“ იქცევა.
- შეამზადეთ ბავშვი თქვენი კლინიკაში ყოფნისათვის, აუხსენით, რომ რამდენინე დღეში დაბრუნდებით, რათა მან არ ინევრიულოს.
- გამოყავით დრო სპეციალურად თქვენი უფროსი ბავშისთვის. წაიკითხეთ წიგნები ერთად, მოუსმინეთ მუსიკას, ისეირნეთ ან უბრალოდ ესაუბრეთ მხოლოდ მას. ახალშობილის ძუძუთი კვებისას თავი იგნორირებულად რომ არ იგრძნოს ჩაიხუტეთ გვერდით.
- ახალშობილის სანახავად მოსულ ახლობლებსა და ოჯახისწვერებს თხოვეთ სპეციალურად დრო გაატარონ თქვენს უფროს შვილთან, რათა მან საერთო სიხარულის მონაწილედ იგრძოს თავი. თუ ახალშობილს საჩუქარს მოუტანენ, თქვენს უფროს შვილსაც მოუტანონ მცირედი საჩუქარი.
- თქვენს უფროს შვილს მეტი დრო გაატარებინეთ მამასთან. ახალშობილის ოჯახში შემოსვლა კარგი საშუალებაა მამასა და შვილს შორის ურთიერთობის გასაღრმავებლად.
სკოლის ასაკის ბავშვები - 5 წლის და ზემოთ
ამ ასაკის ბავშვები ნაკლებად გრძნობენ საფრთეს ოჯახის ახალი წევრისგან, თუმცა მის მიმართ გამოხატულმა ყურადღებამ და სიყვარულმა მაინც შეიძლება გააღიზიანოთ.
- აუხსენით ბავშვს მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ მისთვის გასაგებ ენაზე. გააფრთხილეთ თუ რა კარგი და არცთუ ისე კარგი გავლენა შეიძლება იქონიოს მასზე ახალმა ამბავმა.
- მიეცით საშუალება თქვენს შვილს ჩაერთოს ახალი ბავშისთვის სამზადისში.
- თუ შესაძლებელია მიეცით საშუალება თქვენს შვილს ინახულოს ახალშობილი კლინიკაში, რათა უკეთ შეიგრძნოს ის ოჯახის ნაწილად.
- როდესაც ახალშობილს სახლში მოიყვანთ აგრძნობინეთ უფროს შვილს რომ მის მოვლაში როლი უნდა ითამაშოს. დააჭერინეთ ახალშობილი ხელში, შეაქეთ როდესაც ნაზად და სიყვარულით მოებყრობა.
- არ მოაკლოთ ყურადღება თქვენი უფროსი შვილის საჭიროებებსა და საქმიანობას. აგრძნობინეთ, რომ ის ისევ ძალიან გიყვართ. ეცადეთ ყოველდღიურად გაატაროთ დრო მხოლოდ მასთან ერთად.