ვიზიტზე ჩაწერა

ორსულებისთვის

რით განსხვავდება თქვენი მეორე ორსულობა პირველისაგან?

რით განსხვავდება თქვენი მეორე ორსულობა პირველისაგან?

 

ყოველი ორსულობა უნიკალურია-სხვადასხვა ქალისთვის და ერთი და იგივე ქალის შემთხევაშიც კი-ამიტომ რთულია იმის წინასწარმეტყველება თუ როგორი იქნება ის. აქ მოყვანილია ის ნიშნები, რითაც თქვენი მეორე (მესამე ან მეოთხე) ორსულობა შესაძლოა იყოს განსხვავებული.

  1. მუცელი უფრო ადრე დაგეტყობათ

ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი პატარა უფრო სწრაფად იზრდება, თუმცა შეამჩნევთ, რომ მუცელი უფრო მალე გამოიბერება. ეს ხდება იმიტომ რომ თქვენი მუცლის კუნთები, რომლებიც პირველ ჯერზე იყო ბევრად უფრო მტკიცე, ბუნებრივად დასუსტებულია პირველი ორსულობის შედეგად. 

ამავე მიზეზით, მუცელი შესაძლოა იყოს უფრო დაწეული.

რჩევა: თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ ელასტიური მუცლის ქამარი ან საორსულე ტანსაცმელი.

  1. თავი შეიძლება უფრო დაღლილად იგრძნოთ

ძალიან ბევრი ქალი აღნიშნავს დაღლილობას მომდევნო ორსულობებში პირველთან შედარებით. ეს არ არის გასაკვირი, რადგან შვილთან/შვილებთან ერთად სახლში თქვენ გაქვთ კიდევ უფრო ნაკლები დრო დასაძინებლად და მოსასვენებლად, ვიდრე გქონდათ პირველი ორსულობისას. ასევე შესაძლოა თქვენ ნაკლებად იყოთ განებივრებული პარტნიორისგან (რადგანაც შესაძლოა ის ფიქრობდეს რომ ორსულობა თქვენთვის ნაცნობი გამოცდილებაა).

რჩევა: 

დაისვენეთ მეტი: შეეცადეთ ყოველდღიურობიდან ამოიღოთ არასაჭირო აქტივობები, რომ მეტი დრო გამოინთავისუფლოთ მოსვენებისთვის.

არ იყოყმანოთ თუ  რაიმეში გჭირდებათ გარშემომყოფების დახმარება.

იკვებეთ ჯანსაღად, მიიღეთ ყველა ის სასარგებლო ნივთიერება საკვებიდან რაც გჭირდებათ.

  1. შესაძლოა შეგაწუხოთ წელის ტკივილმა.

წელის ტკივილი ყოველ მომდევნო ორსულობაზე უფრო მეტადაა გამოხატული, განსაკუთრებით მაშინ თუ თქვენ განიცდიდით წელის ტკივილს წინა ორსულობაშიც. თუ თქვენ გყავთ პატარა და ხშირად გიწევთ დახრა და მისი აყვანა, უფრო მეტად სავარაუდოა რომ შეგაწუხებთ წელის ტკივილი.

რჩევა:

-მუცლის კუნთების ვარჯიშმა, შესაძლოა შეასუსტოს ან თავიდან აგარიდოთ წელის ტკივლი ორსულობის პროგრესირებისას.

-თუ გიწევთ დახრა და რამის აღება, ყოველთვის დაეყრდენით მუხლს, რომ მაქსიმალურად შეამციროთ დატვირთვა წელზე. არ აწიოთ 10 კილოგრამზე მეტი წონის სიმძიმე.

4. თქვენ შესაძლოა ადრე იგრძნოთ ნაყოფის პირველი განძრევა და ბრექსტონ-ჰიქსის შეკუმშვები.

გამოცდილი დედებისთვის ჩვეული მოვლენაა ნაყოფის პირველი განძრევა რამდენიმე კვირით ადრე წინა ორსულობასთან შედარებით, რადგანაც მათთვის ეს შეგრძნება უკვე ნაცნობია. ასევე თქვენ შესაძლოა ნაადრევად შენიშნოთ ბრექსტონ-ჰიქსის შეკუმშვები, რისი მიზეზიც იგივეა. 

5. თქვენ გაქვთ მოლოდინები და შეგიძლიათ ზოგიერთი სიმპტომის თავიდან არიდება.

 ყოველი ორსულობა განსხვავებულია, მაგრამ დიდი ალბათობით თქვენ გექნებათ მსგავსი უსიამოვნო შეგრძნებები როგორიც გქონდათ წინა ორსულობაზე. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს გამოცდილება, რომ შეამციროთ და თავიდან აირიდოთ არაკომფორტული სიმპტომები.

რჩევები:

თუ გქონდათ ყაბზობა ან ჰემოროიდული კვანძი ცადეთ პრევენციული ზომები, როგორიცაა დიდი რაოდენობით უჯრედისით მდიდარი საკვების და წყლის მიღება, რეგულარული ვარჯიში.

შარდის შეუკავებლობის შემთხვევაში, აკეთეთ კეგელის ვარჯიშები ყოველდღიურად (Kegel Exercises).

თუ წინა ორსულობიდან შემოგრჩათ სტრიები, სავარაუდოა რომ კიდევ გაგიჩნდებათ. სამწუხაროდ, მათი გაჩენის შანსები იმატებს, რაც უფრო გემატებათ ასაკი. მიუხედავად იმისა რომ სტრიების საპრევენციოდ ბევრი გზა არ არსებობს, წონის ნამატის კონტროლი ნამდვილად დაგეხმარებათ. გამოიყენეთ ორსულობის წონის ნამატის მთვლელი, რომ გაიგოთ თქვენი სამიზნე წონის საზღვრები.

6. მშობიარობა ხშირად უფრო ხანმოკლეა და უფრო ადრე იწყება.

მაშინ როდესაც პირველმშობიარეებისთვის აქტიური მშობიარობა 5-დან  12 საათამდე გრძელდება, თქვენთვის მშობიარობა დაახლოებით 2დან 7 საათამდე გაგრძელდება.

კვლევებით დადგენილია, რომ თქვენი მშობიარობა შესაძლოა უფრო ადრე დაიწყოს პირველ მშობიარობასთან შედარებით. 

ასევე ჭინთვები უფრო მარტივი და ხანმოკლეა. ნაკლებია იმის შანსიც რომ თქვენ დაგჭირდეთ ნაკერები.

 

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">