ორსულებისთვის

რა ხდება მშობიარობის შემდეგ?
რა ხდება მშობიარობის შემდეგ?
ორსულობა მრავალმხრივ ცვლის თქვენს სხეულს და ეს გრძელდება მშობიარობის შემდგომაც. სტატიაში განხილულია მშობიარობის შემდგომი როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური მოლოდინები.
საშოს ტკივილი
თუ მშობიარობის შემდგომ დაგჭირდათ საშოს ნაკერი, ჭრილობის მიდამოში ტკივილი, დისკომფორტი, შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში, თქვენი პირადი ექიმისგან მიიღეთ რჩევა ტკივილგამაყუჩებლებთან დაკავშირებით. ადგილობრივად გამოიყენეთ ყინულის პაკეტი, მიიღეთ თბილი აბაზანები, დაიცავით ჭრილობის სისუსფთავე, არ დაჯდეთ მყარ ზედაპირზე, ეცადეთ იჯდეთ გვერდულად, ან გამოიყენოთ ბალიში.
გამონადენი საშოდან
ორსულობის დროს საშვილოსნოს შიგნითა ზედაპირი დაფარულია ლორწოვანი გარსით, რომელიც მშობიარობის შემდგომ იწყებს ჩამოფრცქვნას, ამიტომ რამდენიმე კვირის გექნებათ სისხლოვან-ლორწოვანი გამონადენი. პირველი რამდენიმე დღე, გამონადენი იქნება წითელი და შედარებით ჭარბი, შემდგომ მისი რაოდენობა თანდათან დაიკლებს, გახდება უფრო მეტად სითხის შემცველი და ნელნელა გაღიავდება.
შეკუმშვები
მშობიარობის შემდგომ პირველი რადმენიმე დღის განმავლობაში, შესაძლოა პერიოდულად იგრძნოთ საშვილოსნოს შეკუმშვა, რომელიც ხშირად მენსტრუალურ ტკივილს წააგავს. საშვილოსნოს შეკუმშვის დროს, მის კუნთოვან შრეში ხდება სისლძარღვების მოჭყლეტა, რაც გიცავთ მშობიარობის შემდგომი სისხლდენის განვითარებისგან. მსგავსი კუმშვები ხშირია ძუძუთი კვების დროს, რაც ჰორმონ ოქსიტოცინის გამოიყოფასთანაა კავშირში.
შარდის შეუკავებლობა
მშობიარობის შემდგომ შესაძლოა გამოგივლინდეთ შარდის შეუკავებლობა ცემინებისას, სიცილისას ან ხველისას, რადგანაც ორსულობა და მშობიარობა ჭიმავს ან აზიანებს მენჯის ფსკერის კუნთებს. მსგავსი პრობლემა ფიზიოლოგიურად ითვლება და რამდენიმე კვირაში თავისით, ნელნელა გაუმჯობესდება. ასეთ დროს დაგეხმარებათ ჰიგიენური საფენები, მენჯის ფსკერის კუნთების ვარჯიშები (კეგელი).
ჰემოროიდალური კვანძები (ბუასილი) და კუჭის მოქმედება
თუ შენიშნავთ ტკივილს კუჭში გასვლისას, ან იგრძნობთ შეშუპებას ანუსის მიდამოში, სავარაუდოდ გაქვთ ჰემოროიდი.
დისკომფორტის შემცირებაში დაგეხმარებათ:
ადგილობრივად შესაზელი მალამო, რომელიც შეიცავს ჰიდროკორტიზონს.
დაისველეთ ანუსის მიდამო თბილი წყლით 2-3 ჯერ დღის განმავლობაში, 10-15 წუთით.
მიირთვით ბოჭკოვანით მდიდარი პროდუქტი.
მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი.
მკერდის დაჭიმულობა
მშობიარობის შემდგომ პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში იგრძნობთ მკერდის დაჭიმულობას, ხშირი ძუძუთი კვება შეგიმსუბუქებთ აღნიშნულ ჩივილს. თუ ახალშობილს აქვს კვების პრობლემა, ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია ძუძუს ტუმბოს საშუალებით გამოიტუმბოთ რძე. თუ ახალშობილი არ გყავთ ძუძუთი კვებაზე, ატარეთ დამცალი ბიუსჰალტერი, არ გამოიტუმბოთ რძე,რადგანაც ეს ხელს შეუწყობს უფრო მეტი რძის პროდუქციას.
ხასიათის ცვლილება
ბავშვის დაბადება მრავალი ემოციის საფუძველია, ბევრი დედა მშობიარობის პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში არის გაღიზიანებული, განერვიულებული, ზ/ა ხშირად მშობიარობის შემდგომი ბლუზის სახელით მოიხსენიება. მისი სიმპტომები მოიცავს: ხასიათის სწრაფ ცვლილებას, უმიზეზო ტირილს,შფოთვას და ძილის პრობლემებს. მშობიარობის შემდგომი ბლუზი, როგორც წესი პირველ ორ კვირაში ალაგდება. თუ იგრძნობთ ძლიერ, მკვეთრ ხასიათის ცვლილებებს, გემოს დაკარგვას, ძლიერ დაღლილობას, ხალისის გაქრობას ბავშვის დაბადების შემდგომ, სავარაუდოდ გაქვთ მშობიარობის შემდგომი დეპრესია, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დაუკავშირდეთ თქვენს პირად ექიმს.
წონის კლება
ქალების უმეტესი ნაწილი მშობიარობის დროს დაახლოებით 6 კილოგრამს იკლებს. (ბავშვის წონა, პლაცენტა, სანაყოფო სითხე ერთად დაახლოებით ამდენს იწონის)
პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, ზედმეტი სითხის კარგვის ხარჯზე, კიდევ რამდენიმე კილოგრამას მოიკლებთ, ამის შემდგომ ჯანსაღი ცხოვრება და რეგულარული ვარჯიში დაგეხმარებათ ორსულობამდელი ფორმის დაბრუნებაში.