ორსულებისთვის

პაპ ტესტი
პაპ ტესტი
პაპ-ტესტი, იგივე პაპანიკოლაუს ტესტი წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიათა ციტოლოგიური დიაგნოსტიკის მეთოდს.
რუტინული ციტოლოგია, წარმოადგენს სტანდარტულ მეთოდს, საშვილოსნოს ყელის პირველადი გამოკვლევისათვის. პაპ-ტესტის დროს ხდება საშვილოსნოს ყელის ზედაპირიდან (ექტოცერვიქსი) და საშვილოსნოს ყელის არხიდან (ენდოცერვიქსი) უჯრედების აღება, სპეციფიური ინსტრუმენტებით.
დაბალ რისკ ჯგუფში მყოფ პაციენტებთან, სასურველია პაპ-ტესტი რუტინულად ჩატარდეს. 21-65 წლის ქალებში-3 წელიწადში ერთხელ. სასურველია კვლევა უფრო ხშირად ჩატარდეს მკურნალ ექიმთან შეთანხმებით შემდეგი პაციენტებისთვის:
- ანამნეზში აღენიშნებოდათ საშვილოსნოს ყელის დაზიანება
- არიან მწეველები
- ანამნეზში აქვთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (მაგ: HIV)
- იყენებენ სხვადასხვა სახის კონტრაცეპტივებს