Advices for pregnants

Pap ტესტი
პაპ-ტესტი ანუ პაპანიკოლაუს ტესტი მნიშვნელოვანი სკრინინგული კლევაა საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისთვის.
მარტივი და უმტკივნეულო მეთოდია , რომელიც საშუალებას გვაძლევს, ადრეულ სტადიაზე აღმოვაჩინოთ საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე მდგომარეობა ან კიბო, რაც, საწინდარია დროული მკურნალობისა და დაავადების პროგრესირების შეფერხების.
გამოკვლევა კეთდება საშვილოსნოს ყელიდან გარკვეული წესების დაცვით აღებულ ნაცხში და შემდგომ ხდება მიკროსკოპის ქვეშ აღნიშნული ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევა ატიპიური ანუ შეცვლილი უჯრედების აღმოჩენის მიზნით. არსებობს პაპ ტესტის კლასიფიკაცია დაზიანების ხარისხის მიხედვით.